HITC: 16 წლის ქართველი ვუნდერკინდით ევროგრანდები დაინტერესდნენ

AutoSharing Option
ბრიტანული HITC-ის ცნობით, თბილისის "დინამოს" 16 წლის თავდამსხმელით, ვახტანგ სალიათი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჭაბუკ ფეხბურთელად მიიჩნევა, "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდნენ და მის შეძენას განიხილავენ.

აღნიშნულია, რომ ქართველ ვუნდერკინდს ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ და მას აგრეთვე "ჩელსი", "ტოტენჰემი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "რეალი", "ატლეტიკო", "ბარსელონა", პსჟ, "ბაიერნი" და "დორტმუნდი" აკვირდებიან.

გამოცემა წერს, რომ არ არის გამორიცხული, სალია ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების განაცხადში მოხვდეს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
აქ ჩამოთვლილ გუნდებს მისი ყიდვა იმიტომ უნდათ, რომ იმედის მომცემი ბიჭია და კაპიკებად ჩაიგდებენ ხელში. მერე ავარჯიშებენ ახალგაზრდულ გუდში და შეეცდებიან კარგი ფეხბურთელი გაზარდონ, მაგრამ ახალგაზრდულ გუნდში ვარჯშს დინამოს ძირითადში თამაში არ ჯობია? სად უფრო გამოიწრთობა? იქ მაშინ უნდა წახვიდეს, როცა ძირითადი გუნდის ძირითადში თამაშის შანსი ექნება. მუდამ უნდა გახსოვდეთ ჭიათურის მაღაროელის ძირითადში თამაში ჯობია, ბარსელონასა და რეალის სათადარიგო სკამზე ჯდომას.
ჟორა გაბრიჭიძე
09 აპრილი 2024 10:12
0
კვერნაძეზეც ეგრე ამბობდნენ, მაგრამ ისე გავარდება ფროზინონე რომ ერთბაშად 90 წუთი არ აქვს ნათამაშები
გივი
05 აპრილი 2024 15:53
3
კვერნაძეზე 'ვუნდერკინდიაო' არ წერდნენ.
გიორგი
05 აპრილი 2024 18:43
0
უნდა წავიდეს, კავარაცხელია არ წასულიყო რუსეთში, შეიძლება ახლანდელი კვარა არ ყოფილიყო. წადი ახალგაზრდა, იშრომე, გაიხარე და მთელი საქარტველო გაგვახარე.
ქართველი, ირო ორდათ, ჯგირო ორდათ
05 აპრილი 2024 14:32
7
ჯერ რამდენიმე წელი მოიცადოს, თორე სულს ამოხდიან იქ დუბლებში თამაშში და იჯარებში. ამ ასაკისთვის იდეალურ ადგილასაა.
ალ
05 აპრილი 2024 12:51
3
ნუ მიედმოედებით და პროფესორობთ აქ ზოგიერთები, რა ასაკობრივი ნაკრები,რა ეროვნული ლიგა-თუ ბიჭი ესეთი ტალანტია და ჩამოთვლილი კლუბების ინტერესებშია არც უნდა დაფიქრდეს,დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, მით უმეტეს არც დინამოს მფლობელია ისეთი ჩიტი[კარგი გაგებით],როგორიც აქ ვითომ პატრიოტ-ექსპერტებებს ჰგონიათ. დავუშვათ, რომელიმე ინგლისური გრანდი თუ წაიყვან ეხლავე, მოამზადებს-შეაჩვევს პრემიერ ლიგას ამაში ცუდს სად ხედავთ?. თუ რა გინდათ? კვარასავით დააკარგვინოთ 3-4 წელი?, საბელჩაბმული რომ დაატარებდნენ რუსეთის კლუბებში და რომ არა უკრაინის ომი საერთოდ ჩაიკარგებოდა,დაწყევლილი რუსული სამყაროს ჭაობში....წარმოიდგინეთ კვარა 16 წლის რომ წაეყვანა რომელიმე ევროპულ ტოპ კლუბს, ეხლა 24-ე წელში მყოფი, თავისი ტალანტის გათვალისწინებით, რა დონეზე იქნებოდა.
შულაია
05 აპრილი 2024 12:04
11
"კვარა რომ წაეყვანა ევროპულ კლუბს"... კი არა, კვარა რომ წავიდა იმიტომ გაჩნდა ინტერესი. არველაძე თურქეთიდან წავიდა, ევროპაში, კალაძე უკრაინიდან, კობიაშვილი რუსეთიდან. ეს ახლა , კვარას შემდეგაა ტენდენცია, დიდი გუნდები რომ ჩვენი ახალგაზრდებით ინტერესდებიან.
ნუგზარი
05 აპრილი 2024 13:36
5
არავინ არ მიედმოედება და არ პროფესორობს, ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება და საშუალება. თუ არ მოგწონს გაიარე და შენი მოსაზრება დატოვე, ისე რომ არავის მიაყენო შეურაცხყოფა. ბევრი გვინახავს ასაკობრივ ნაკრებს გადამხტარი და ამა ასაკში ევროპაშიც წასული და ჩაკარგული, ამიტომ დავწერე ის რაც დავწერე.
QT
05 აპრილი 2024 12:11
2
თუ კი ვინმე გრანდი იცოდით, ყველა ჩამოთლილია. ერთი ვერ გავიგე, იტალიური კლუბები დაგავიწყდათ, თუ ისინი დაბრმავდნენ ყველა ერთდროულად. დაბეჭდას არ გთხოვთ. სხვა რამეს გთხოვთ. ძალიან კარგი ბიჭია სალია, დიდი მომავალიც აქვს. თუ ჩვენ არ გავაგიჟებთ და არ გადავრევთ.
alexandre
05 აპრილი 2024 11:06
2
ჯერ ასაკობრივი ნაკრებში გამოიწრთოს და გამოიჩინოს თავი. ნუ იცით ეს უაზრო გაბდიდება და ბაქიბუქი ელიგაში გატანილი 2 გოლის შემდეგ. ღმერთმა ფეხი მოუმართოს და წარმატებული კარიერა ქონდეს, მაგრამ ვაცადოთ, რა ევროპირველობა, რა განაცხადი, მის ადგილზე ჯერ საბედიეროდ დიდი კონკურენციაა ისედაც.
QT
05 აპრილი 2024 10:09
3
ძაან მაგარია, ღმერთმა ქნას!!!! ნაკრებისთვის ხომ გადასარევი იქნება და რაც მთავარია კვარამანია დასრულდება, სალიასაც თავისი კასტა გაუჩნდება ბაქი-ბუქსა და ქება დიდებაში, გაჩნდება კონკურენცია უკვე ხვიჩისტებსა და ვახტანგისტებს შორის. წავა კამათი, ლანძღვა-გინება ქართულ ტრადიციულ პონტში, ისე როგორც გასული საუკუნის 60-იან წლებში ყოფილა მესხისტებსა და მეტრეველისტებს შორის.....პრინციპში დღესაც გვყავს კვარას საპირწონე, [რა თქმა უნდა იმ გიჟურ 3-4 თვეს არ ვგულისხმობ ხვიჩამ ნაპოლში რომ დაიწყო] მამარდა,მაგრამ რატომღაც ის მაინც მეორე პლანზე რჩება,არადა დღეს ევრო -24-ზე რომ ვართ გიორგის დამსახურედაა უდავოდ..
შულაია
05 აპრილი 2024 09:34
14
რას ბოდიალობ, რისი თქმა გინდა, არ უნდა გახდეს კარგი ფეხბურთელი რომ 'ქართულ პონტში' ლანძღვა გინება არ ატყდეს? საღ ჭკვაზე ხარ? აქ მარტო შენ იცოფები და ილანძღები, სხვას ეგეთი ვერაფერი შევამჩნიე, ეტყობა ჩვენს შორის ერთადერთი ქართველი ხარ.)))
გიორგი
05 აპრილი 2024 18:54
0
კი, შეიძლება გაიყოს გულშემატკივრობა და დაიწყოს "ქიშპობა" ერთმანეთში, მაგრამ ისე ნუ გამოგყავს რომ ეს მხოლოდ ქართული ფენომენია და თურმე უი ქართველები რა უკულტუროები არიან და ევროპელები ანუ "პრადვინუტები" რომ ვიყოთ ასე არ იქნებოდა. რონალდუზე და მესიზე რას იტყვი ერთი აბა? მსოფლიო მათ შორის დასავლეთი არის გაყოფილი ამ ორის ფანატებად. ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის. არსებობს ასევე "ქიშპობა" ინგლისელ გულშემატკივრებს შორის ინგლისელ ფეხბურთელებთან, ფრანგების ფრანგ ფეხბურთელებთან დაკავშირბეით. ამაში არაფერია ისეთი რომ იძახო უიმე ქართველები რა ცუდი ხალხი ვართო. მოკლედ, ნუ ბოდიალობ რა!
!!
05 აპრილი 2024 10:56
1
იქ უნდა გაუშვა სადაც სათამაშო პრაქტიკას მისცემენ. კარგია ნიდერლანდები,ავსტრია,შვეიცარია. საშუალო ლიგები ევროპის.თან რომელი გუნდიც ევროტურნირებისთვის იბრძოლებს.
Რერო
05 აპრილი 2024 08:48
1
Qvilitaias magivrat sheileba cakvana evroze mesame forvardat
Zaza
05 აპრილი 2024 00:00
10

სიახლეები პოპულარული