ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო საფეხბურთო საქმიანობა 2 წლით აეკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია. საქართველოს ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა გაავრცელა.

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა და ფულადი ჯარიმის სახით 6,000 ლარი დააკისრა.

მსაჯზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი 1,200 ლარით და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

გორის "დილას" გულშემატკივრების ტრიბუნიდან მსაჯისთვის ნასროლი საგნის გამო გორული კლუბი დაისაჯა
2,800 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ.

"კოლხეთი" - "სამგურალის" მატჩზე საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ვერდაცვის გამო ფოთელები დაჯარიმდნენ 3,500 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ", - წერია განცხადებაში.

altარჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს

altარჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება

მკითხველის კომენტარები / 26 /
გუნდი ხო გააფარჩაკა თავისივე ნაშრომი და ცალკე მუშტი-კრივზეა.
სამართლიანი სასჯელია!
ბათუმელი ექსპერტი
17:17 31-05-2024
0
ბათუმის გულშემატკივრებთან მაქვს კითხვა, გეგუჩაძეს რომ დააბრალეთ ყველაფერი და ფაქტიურად გააგდეთ გუნდიდან, გეგონება ყველაფერი მისი ბრალი იყოს. ბოლო 2 წელია ვინმე იყიდა ბათუმმა? გაძლიერდა??? რისი იმედი გაქვთ ლიგაზე? ზურიკო როცა იყო მაშინ ვერ გახვედით...
პროფესტო
17:26 31-05-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული