"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტს, არჩილ ბერიძეს, მსაჯისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალა და ფულადი ჯარიმის სახით 6,000 ლარი დააკისრა.
მსაჯზე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი 1,200 ლარით და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
გორის "დილას" გულშემატკივრების ტრიბუნიდან მსაჯისთვის ნასროლი საგნის გამო გორული კლუბი დაისაჯა
"კოლხეთი" - "სამგურალის" მატჩზე საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების ვერდაცვის გამო ფოთელები დაჯარიმდნენ 3,500 ლარით და მომდევნო 2 საშინაო მატჩს ცარიელ სტადიონზე ითამაშებენ", - წერია განცხადებაში.
არჩილ ბერიძე: შემადგენლობის გასაძლიერებლად მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს
არჩილ ბერიძე: გეგუჩაძის წვლილი განუზომელია - ცვლილებებისაც არ შეგვეშინდება
სამართლიანი სასჯელია!