"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

1. თავიდან კვარაზე ვიტყვი.
ჩემი აზრით, უსამართლოდ აკრიტიკებთ. რა თქმა უნდა, მას თურქეთთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია, ბევრი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ  ვერავინ იტყვის, რომ მან მონდომება დააკლო. ის გუშინ ყველგან იყო და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული თამაში არ წაუვიდა, მაინც შექმნა პირადად ორი საგოლე შანსი: ერთი - როცა მიქაუტაძე საჯარიმოში შემობრუნებით ურტყამდა და ორმა მცველმა დაუბლოკა და მეორე, როდესაც ჟორჟმა და ქოჩორამ ერთმანეთს ხელი
შეუშალეს. ორივე მომენტი იყო რეალური საგოლე შანსი და რომ გასულიყო, კვარა ამ თამაშს ორი ასისტით დაამთავრებდა. ეს გოლები რომ არ გავიდა, ამაში მისი წვლილი არაა. მოდი, ვიკითხოთ, ვინ შექმნა მასზე მეტი რეალური საგოლე შანსი გუშინდელ თამაშში ქოჩორას გარდა? არც არავინ.
სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ შეცვალა ის სანიოლმა. კვარას, როცა თამაში არ მისდის, მაშინაც კი შეუძლია თამაში მოგაგებინოს.

2. შემდეგს ჩაკვეზე ვიტყვი.
გუშინ კარგი თამაში კი ჰქონდა, მაგრამ არა - საუკეთესო. ეს იყო 50 პროცენტი იმისა, რაც მას შეუძლია და ამაში ბრალი მხოლოდ სანიოლს მიუძღვის. არაა ჩაკვეს ადგილი მარჯვნივ. თავადაც აქვს ნათქვამი და ისედაც კარგად ჩანს, რომ ის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს, როდესაც თამაშობს ცენტრში ოდნავ მარცხნიდან. ამ დროს მას ისე შეუძლია ბურთის ამოტანა და დიაგონალზე ნახევარი მოედნის გავლა, რომ კაცი ვერ აჩერებს. ერთი პერიოდი სანიოლიც თითქოს მიხვდა ამას და "ერთა ლიგის" თამაშებში, მერე ლუქსემბურგთან და საბერძნეთთანაც ჩაკვეს სწორედ მარცხნივ აყენებდა, მაგრამ ახლა ისევ მარჯვნივ გადმოწია და მივიღეთ ნახევარი ჩაკვე. "ჰამბურგის" მწვრთნელი იყო კიდევ ასეთი ხისთავიანი, სულ მარჯვნივ აყენებდა ჩაკვეს და გვახსოვს, ის ისტორია როგორც დამთავრდა.
3. ზოგადად თამაშს რაც შეეხება, თამაშის მერე მიმოხილვაში გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა და სრულად ვეთანხმები: კარგად გამოჩნდა, რომ მიწოლა და შეტევა გვეხერხება და როცა ამას ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს ვუქმნით, ამიტომ სრულიად გაუგებარია, საკუთარი ნებით რატომ ვთმობთ ინიციატივას თამაშის 80 პროცენტის გნმავლობაში.
4. ქოჩორაზე რა უნდა ვთქვა? . გუშინ ჩვენ ის სულ სხვა კუთხიდან დავინახეთ - არა მხოლოდ როგორც კარგი ჩამშლელი და მებრძოლი, არამედ ასვე, როგორც კარგი შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი. ეს კი ისეთი კომბინაციაა, რაც ჰაერივით სჭირდებოდა ნაკრებს და რაც მას საშუალებას მისცემს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

5. რაც შეეხება პერსპექტივას, ამ თამაშმა აჩვენა, რომ ის ძალიან კარგი გვაქვს და წინ მივდივართ. უცხოელი გულშემტკივრებიც კი აღნიშნავენ, რომ თურქეთი-საქართველო ჯერ-ჯერობით ამ ევროზე ყველაზე კარგი თამაში იყო. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგია, რაც შეიძლებოდა მოგების გარდა მიგვეღო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შემთხვევითი გუნდი არ ვართ და შედეგის მიუხედავად, ამ ევროს მაყურებელს თავს დავამახსოვრებთ. ჯგუფიდან გასვლა, რა თქმა უნდა, კარგია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ დებიუტანტისთვის ძალიან დიდი შედეგი იქნება, თუ ამ ევროს შემდეგ ნეიტრალურ გულშემატკივარს თავს დავამახსოვრებთ, როგორც სიმპათიური გუნდი და მთელ ევროპაში გულშმატკივრებს გავიჩენთ, როგორც თბილისის "დინამოს" ჰყავდა გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები მთელ საბჭოთა კავშირში. ახლა ევროპელთა გულების დაპყრობის დროა", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 51 /
კიდე კაი მერაბმაც შეაფასა. რომ არ შეეფასებინა რა გვეშველებოდა?! მერაბ დიდი მადლობა. სპორტალ, თქვენც მადლობა რომ მოგვეცით შესაძლებლობა ასეთ სიღრმისეულ ანალიზს გავცნობოდით! მადლობა!!
Pepelu
19 ივნისი 2024 18:59
6
საგოლე შანსებში ჩვენ კარში გოლიც ჩაუთვალა? ასეთი დაცვითი სისხარტე ხვიჩას თამაშის სტილია უკვე და არა შემთხვევა.
ვანდა ჯიქია
19 ივნისი 2024 17:26
7
აი კიდევ ერთხელ ვნახე თამაში და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭებს უდიდესი პოტენციალი აქვთ,კი იყო ტაიმების დაწყებისას იყო ზედმეტად ფრთხილი თამაში,ნერვიული გაუბედაობა,მხოლოდ მაშინ გაბრაზდნენ და გაიხსნენ გოლი რაც გაგვიტანეს და უიღბლობა რომ არა, აუცილებლად გავიმარჯვებდით,მაგრამ ყველაფერი წინაა,ნახავთ რა ცეცხლს დაანთებენ!მთავარი ეხლა ის არის რომ ყველა ბოლომდე დაიხარჯოს!(გამგები გამიგებს). ბიჭებო ყველაზე მაგრები ხართ!აგერ ნახეთ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ჩვენც ჩა...მდე ვიკიჟინებთ-საქართველო!საქართველო!
ვეტერანი გულშემატკივარი
19 ივნისი 2024 17:11
1
ხვიჩას ადარებთ მარადონას, მესის, რონალდოს და ითხოვთ მათსავით დიად ფეხბურთს ყველა თამაშში, რაც არასწორია!
არ ქონდა კარგი მატჩი, დრიბლინგები საერთოდ არ წაუვიდა, მაგრამ 2 საგოლე მომენტი მაინც შეუქმნა თანაგუნდელებს. ცოტა იღბალი რომ დაგვწეოდა ფრეს ვიმსახურებდით.
დავეშვათ მიწაზე!
მიდით ხვიჩა,ქოჩორ,ჩაკვე,კიტე...
ჩვენ გვჯერა ბიჭების...
დავითი
19 ივნისი 2024 16:43
1
თუ მერაბმა იცის რა სქემით ითამაშა ნაკრებმა (დაცვისას 5-3-2, შეტევაში 3-5-2), ეცოდინებოდა, რომ ჩაკვეტაძეს "მარჯვნივ" არ უთამაშია.
ამ სქემაში მარჯვენა და მარცხენა "ნახევარმცველები" ფლანგის მცველები არიან!(ამ შემთხვევაში წიტაიშვილი და კაკაბაძე), ისინი ითვისებენ ფლანგებს, ხოლო ნახევარდაცვაში სამივე ნახევარმცველი არის ცენტრალური!!
ამ სქემაში ფიზიკურად არ არსებობს ფლანგის ნახევარმცველი. შეიძლება ისინი მომენტებში ოდნავ მარცხნივ ან მარჯვნივ გადავიდნენ, მაგრამ პოზიციურად სამივე ნახევარმცველს ცენტრის კონტროლი ევალებათ ძირითადად (და ნაკლებად ფლანგების).
Burton
19 ივნისი 2024 16:36
4
სად მიწერია,რომ ჩაკვე ფლანგზე იდგა? :)
მერაბი
19 ივნისი 2024 18:04
1
ვინც ბრმა არ არის, ყველა ხედავს, რომ კვარამ სულ არაფერიც რომ არ გააკეთოს, მოწინააღმდეგის დაცვა პანიკაში ჰყავს და ამით ჩვენი შემტევები სარგებლობენ.
Რაგბის ფანი
19 ივნისი 2024 16:33
5
არ ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ ზოგიერთმა თვალები გაახილოთ და ხვიჩას ცვლილება (რეგრესი) აღიაროთ! თურქეთთან 11 დრიბლინგის მცდელობიდან მარტო 3 გამოუვიდა. მოტყუებაში ერთფეროვანი გახდა და მაგიტომ. რავი, არ ვამბობ რომ სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ ეს ის ხვიჩა აღარ არის. (ამ ეტაპზე) ამ თამაშში უეჭველი შესაცვლელი იყო. ეს არ არის კრიტიკა, ეს გულის ტკივილია...
ბესო
19 ივნისი 2024 16:30
9
დალოცვილებო, შეტევა, შეტევა!… ბურთის კონტროლი და შეტევა, ამისათვის აუცილებელია ლეგიონერების მატება ესპანეთის ლა ლიგაში!
ლაშა
19 ივნისი 2024 16:29
1
აქ ზოგიერთი ჭკუის კოლოფები ხვიჩას შეცვლაზე რომ იძახიან, და რომ შეეცვალა და წაეგო ხო ამოუტრიალებდით სანიოლს ცოცხალს და მკვდარს, თამაშს აგებდა და კვარას შეცვლა როგორ შეიძლებოდაო, ან შემოსულებიდან რომელმა ითამაშა უკეთესად, ფაქტია რომ გვინდა იმ დონეზე ვერ ითამაშა, ვერც მან და ვერც გუნდმა, მამუჩაშვილს არ ვგულისხმობ, ის მთელ გუნდზე ერთი თავით მაღლა იყო ამ თამაშში. ჩვენი ნაკრები ჯერჯერობით იმ დონისაა(სამწუხაროდ) რომ კვარაცხელიას ფაქტორი სულაც რომ არ წაუვიდეს თამაში მაინც ყველაზე მეტად მოქმედებს მოწინააღმდეგეზე და ორი კაცი ყოველთვის რჩება მასთან სხვებისგან განსხვავებით და მისი შემცვლელი კი ჯერჯერობით არ გვყავს, სამწუხაროდ!
Alex
19 ივნისი 2024 16:11
3
ესეიგი კარგად ითამაშა და მე და ჩემმა ხუთმა მეგობარმა ვერ შევამჩნიეთ? კარგი აღარ გავაკრიტიკებთ მეტს, თუ აკრძალულია.
პ.ს. სიტყვა "ცდა არ დაუკლია" "მოინდომა" არის გრამაფონში, თუ გაქვს პრეტენზია იყო დიდი ფეხბურთელი, სწორედ ესეთ თამაშებში უნდა ითამაშო მაგრად და გადაწყვიტო მატჩის ბედი, თორემ მეც რო ვითამაშო ცდას არც მე დავაკლებ
მეგრელი
19 ივნისი 2024 15:44
8
კი, ჯერჯერობით ჩვენდა სამწუხაროდ ეგრეთ.
მაგალითისთვის მოგიყვან 6 თამაშს, რეალთან 2 თამაში,ბარსასთან 2 თამაში, საბრძნეთთან და გუშინ, სადაც ტიპი გაანულეს.
ბარსასთან კუნდემ ბურთი არ მიაღებინა, რეალთან რუდიგერმა,
კი კაი ბიჭია და ვენაცვალე, მაგრამ გუშინ რაც გიულერმა გააკეთა, ეგ უნდა გაეკეთებინა კვარას
ვახოს
19 ივნისი 2024 16:50
1
ეჰ მეგობარო სამწუხაროდ მგონი გამოჩნდა რომ არ არის დიდი ფეხბურთელი.. რავი ვნახოთ
ვახო
19 ივნისი 2024 15:55
8
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული