"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

1. თავიდან კვარაზე ვიტყვი.
ჩემი აზრით, უსამართლოდ აკრიტიკებთ. რა თქმა უნდა, მას თურქეთთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია, ბევრი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ  ვერავინ იტყვის, რომ მან მონდომება დააკლო. ის გუშინ ყველგან იყო და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული თამაში არ წაუვიდა, მაინც შექმნა პირადად ორი საგოლე შანსი: ერთი - როცა მიქაუტაძე საჯარიმოში შემობრუნებით ურტყამდა და ორმა მცველმა დაუბლოკა და მეორე, როდესაც ჟორჟმა და ქოჩორამ ერთმანეთს ხელი
შეუშალეს. ორივე მომენტი იყო რეალური საგოლე შანსი და რომ გასულიყო, კვარა ამ თამაშს ორი ასისტით დაამთავრებდა. ეს გოლები რომ არ გავიდა, ამაში მისი წვლილი არაა. მოდი, ვიკითხოთ, ვინ შექმნა მასზე მეტი რეალური საგოლე შანსი გუშინდელ თამაშში ქოჩორას გარდა? არც არავინ.
სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ შეცვალა ის სანიოლმა. კვარას, როცა თამაში არ მისდის, მაშინაც კი შეუძლია თამაში მოგაგებინოს.

2. შემდეგს ჩაკვეზე ვიტყვი.
გუშინ კარგი თამაში კი ჰქონდა, მაგრამ არა - საუკეთესო. ეს იყო 50 პროცენტი იმისა, რაც მას შეუძლია და ამაში ბრალი მხოლოდ სანიოლს მიუძღვის. არაა ჩაკვეს ადგილი მარჯვნივ. თავადაც აქვს ნათქვამი და ისედაც კარგად ჩანს, რომ ის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს, როდესაც თამაშობს ცენტრში ოდნავ მარცხნიდან. ამ დროს მას ისე შეუძლია ბურთის ამოტანა და დიაგონალზე ნახევარი მოედნის გავლა, რომ კაცი ვერ აჩერებს. ერთი პერიოდი სანიოლიც თითქოს მიხვდა ამას და "ერთა ლიგის" თამაშებში, მერე ლუქსემბურგთან და საბერძნეთთანაც ჩაკვეს სწორედ მარცხნივ აყენებდა, მაგრამ ახლა ისევ მარჯვნივ გადმოწია და მივიღეთ ნახევარი ჩაკვე. "ჰამბურგის" მწვრთნელი იყო კიდევ ასეთი ხისთავიანი, სულ მარჯვნივ აყენებდა ჩაკვეს და გვახსოვს, ის ისტორია როგორც დამთავრდა.
3. ზოგადად თამაშს რაც შეეხება, თამაშის მერე მიმოხილვაში გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა და სრულად ვეთანხმები: კარგად გამოჩნდა, რომ მიწოლა და შეტევა გვეხერხება და როცა ამას ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს ვუქმნით, ამიტომ სრულიად გაუგებარია, საკუთარი ნებით რატომ ვთმობთ ინიციატივას თამაშის 80 პროცენტის გნმავლობაში.
4. ქოჩორაზე რა უნდა ვთქვა? . გუშინ ჩვენ ის სულ სხვა კუთხიდან დავინახეთ - არა მხოლოდ როგორც კარგი ჩამშლელი და მებრძოლი, არამედ ასვე, როგორც კარგი შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი. ეს კი ისეთი კომბინაციაა, რაც ჰაერივით სჭირდებოდა ნაკრებს და რაც მას საშუალებას მისცემს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

5. რაც შეეხება პერსპექტივას, ამ თამაშმა აჩვენა, რომ ის ძალიან კარგი გვაქვს და წინ მივდივართ. უცხოელი გულშემტკივრებიც კი აღნიშნავენ, რომ თურქეთი-საქართველო ჯერ-ჯერობით ამ ევროზე ყველაზე კარგი თამაში იყო. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგია, რაც შეიძლებოდა მოგების გარდა მიგვეღო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შემთხვევითი გუნდი არ ვართ და შედეგის მიუხედავად, ამ ევროს მაყურებელს თავს დავამახსოვრებთ. ჯგუფიდან გასვლა, რა თქმა უნდა, კარგია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ დებიუტანტისთვის ძალიან დიდი შედეგი იქნება, თუ ამ ევროს შემდეგ ნეიტრალურ გულშემატკივარს თავს დავამახსოვრებთ, როგორც სიმპათიური გუნდი და მთელ ევროპაში გულშმატკივრებს გავიჩენთ, როგორც თბილისის "დინამოს" ჰყავდა გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები მთელ საბჭოთა კავშირში. ახლა ევროპელთა გულების დაპყრობის დროა", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 51 /
აკრიტიკეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ ვიღაცეები, ფეხბურთის ყურება ეხლა რომ დაიწყეს და იძახიან კვარას ნაკრებში არასოდეს ვარგოდაო (აბა ერთა ლიგის C ჯგუფი ვინ მოგვაგებინა), ზოგი იდიოტი საერთოდ დედას რომ აგინებს კი არიან გინების ღირსი.
mmm
19 ივნისი 2024 15:39
4
ტიპი არის ტელებლოგერი დაავიწყდა ფეხბურთის თამაში რაც იცოდა უკვე კითხულობენ, რობოტივით ერთ ტრაექტორიაზე მოძრაობს რომ ოღონდ დასარტყმელი პოზიცია ნახოს....ვინმე ურჩიოს რამე ასწავლოს
გიო
19 ივნისი 2024 15:56
13
სეხნი,მიხედე შენს საქმეს და დაანებე თავი ხვიჩას ადვოკატობას,რაშიც ნაღდად არ ხარ კომპეტენტური.აბა გაიხსენე,მეორე ტაიმში,1:1-ზე,წიტაიშვილი რომ კონტრ შეტევაზე გაიქცა,სად იყო იქვე მდგომი ხვიჩა?მარტო მოქაუტაძე გაარბოდა, კვარაცხელია კიდევ მისეირნობდა თურქების საჯარიმოსკენ და მთელმა მსოფლიომ დაინახა ეგ ეპიზოდი.არც პრესინგზე მოუკლავს თავი 1:2 რომ გახდა,ვერც მეურვე მოატყუა და არც თვალებში ენთო ძველებური ცეცხლი.ასე,რომ მიხედე კობახას,ოხანას,ალუდას,მათიკას,ხვიჩიას, გირჩებსა და ლეღვის ფოთლებს,ხვიჩას მამუკიე ჯუღელი ჰყავს და ის დაიცავს
მერაბს
19 ივნისი 2024 15:29
14
თურქებთან ძალიან არ მომეწონა წიტაიშვილის საქციელი,მარიო რუის მსგავსად ბევრჯერ პასი არ გაუკეთა კვარას, მიუხედავად იმისა,რომ სიტუაცია ითხოვდა და მერე კვარამაც იგივეთი უპასუხა. სავარაუდოდ ერთ ფლანგზე თამაში კვარაცხელიას ურჩევნია შენგელიასთან და წიტაიშვილს ეს არ სიამოვნებს
ქომაგი
19 ივნისი 2024 15:07
3
არ ჭირდება ხვიჩას გამოქომაგება იქ სადაც შეცდომას უშვებს. თვითონ თამაშის მიმართ იყო მისი განწყობა არასწორი, ძალიან უნდოდა თავის გამოჩენა და ამან ცუდი სამსახური გაუწია - აგვიანებდა გადაწყვეტილების მიღებას, პასებს უგვიანებდა ან საერთოდ არ აძლევდა კარგ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს. ათრევდა ბურთს. რომ ნახა, რომ დრიბლინგი არ გამოსდის, რაღაც სხვა კი არ მოიფიქრა, ჯიუტად ცდილობდა ერთსადაიგივეს. მხოლოდ ბოლო წუთებზე გამოასწორა ეს, მაგრამ საკმარისი არ იყო. ჯობია ვუთხრათ ის რაც დავინახეტ და არ მოგეწონა, ვიდრე გავჩუმდეთ და ამით დატვური სამსახური გავუწიოთ.
არტ
19 ივნისი 2024 14:57
8
კარგით რა მართლა, გუშინდელ თამაშზე როგორ უნდა თქვა კვარამ ნორმალურად ითამაშაო????? არც ენერგია სისწრაფე მონდომება მიექანება ქვევიტ და საერთოდ შესაცვლელი იყო, აფუჭებდა თამაშს და საერთოდ მიხედოს თავს..
ვახო
19 ივნისი 2024 14:51
14
არ გეჩვენებათ რომ ჩვენი ვარსკვლავ ბიჭუნა ეს ბოლო პერიოდი ნაკრებში თავს უფრთხილდება?
zvio
19 ივნისი 2024 14:49
13
სანიოლმა წააგო, რადგან მეორე ნომრად თამაში აირჩია.
ამო
19 ივნისი 2024 14:44
4
ჩვენი ქვეყნის ჭირი არის ასეთი ყველაფერშჩიკი ტიპების არსებობა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეს გარკვეულწილად მასების ბრალიც არის.
odala
19 ივნისი 2024 14:43
8
მართალია ეს კაცი,მერაბს უყვარს ფეხბურთი და სწორი შეფასებაც შეუძლია..იყო მომენტი როცა გავიფიქრე შესაცვლელია თქო მაგრამ მხოლოდ ცხელ გულზე!! ემოციებით სავსე იყო გუშინდელი ჩვენი ჯახი და არამარტო ბიჭების ქომაგების ენერგიაც ბევრი დაიხარჯა.აღვიდგინოთ ეხლა ყველამ ერთად ყურები არ ჩამოვყაროთ ისევ ბოლო ხმაზე ვიმღეროთ ჰიმნი და ჩეხების შკოდას მოვაკაწრინოთ)) წარმატებები ქართველებო
მირო+
19 ივნისი 2024 14:35
1
პირველად ვათანხმები ყველაფერში ამ კაცს.
q
19 ივნისი 2024 14:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული