"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

AutoSharing Option
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთის 1:3 მატჩს გამოეხმაურა.

1. თავიდან კვარაზე ვიტყვი.
ჩემი აზრით, უსამართლოდ აკრიტიკებთ. რა თქმა უნდა, მას თურქეთთან საუკეთესო თამაში არ ჰქონია, ბევრი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ  ვერავინ იტყვის, რომ მან მონდომება დააკლო. ის გუშინ ყველგან იყო და რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული თამაში არ წაუვიდა, მაინც შექმნა პირადად ორი საგოლე შანსი: ერთი - როცა მიქაუტაძე საჯარიმოში შემობრუნებით ურტყამდა და ორმა მცველმა დაუბლოკა და მეორე, როდესაც ჟორჟმა და ქოჩორამ ერთმანეთს ხელი
შეუშალეს. ორივე მომენტი იყო რეალური საგოლე შანსი და რომ გასულიყო, კვარა ამ თამაშს ორი ასისტით დაამთავრებდა. ეს გოლები რომ არ გავიდა, ამაში მისი წვლილი არაა. მოდი, ვიკითხოთ, ვინ შექმნა მასზე მეტი რეალური საგოლე შანსი გუშინდელ თამაშში ქოჩორას გარდა? არც არავინ.
სწორედ ესაა მიზეზი, თუ რატომ არ შეცვალა ის სანიოლმა. კვარას, როცა თამაში არ მისდის, მაშინაც კი შეუძლია თამაში მოგაგებინოს.

2. შემდეგს ჩაკვეზე ვიტყვი.
გუშინ კარგი თამაში კი ჰქონდა, მაგრამ არა - საუკეთესო. ეს იყო 50 პროცენტი იმისა, რაც მას შეუძლია და ამაში ბრალი მხოლოდ სანიოლს მიუძღვის. არაა ჩაკვეს ადგილი მარჯვნივ. თავადაც აქვს ნათქვამი და ისედაც კარგად ჩანს, რომ ის საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს, როდესაც თამაშობს ცენტრში ოდნავ მარცხნიდან. ამ დროს მას ისე შეუძლია ბურთის ამოტანა და დიაგონალზე ნახევარი მოედნის გავლა, რომ კაცი ვერ აჩერებს. ერთი პერიოდი სანიოლიც თითქოს მიხვდა ამას და "ერთა ლიგის" თამაშებში, მერე ლუქსემბურგთან და საბერძნეთთანაც ჩაკვეს სწორედ მარცხნივ აყენებდა, მაგრამ ახლა ისევ მარჯვნივ გადმოწია და მივიღეთ ნახევარი ჩაკვე. "ჰამბურგის" მწვრთნელი იყო კიდევ ასეთი ხისთავიანი, სულ მარჯვნივ აყენებდა ჩაკვეს და გვახსოვს, ის ისტორია როგორც დამთავრდა.
3. ზოგადად თამაშს რაც შეეხება, თამაშის მერე მიმოხილვაში გიორგი ჭიაბრიშვილმა თქვა და სრულად ვეთანხმები: კარგად გამოჩნდა, რომ მიწოლა და შეტევა გვეხერხება და როცა ამას ვაკეთებთ, მოწინააღმდეგეს დიდ პრობლემებს ვუქმნით, ამიტომ სრულიად გაუგებარია, საკუთარი ნებით რატომ ვთმობთ ინიციატივას თამაშის 80 პროცენტის გნმავლობაში.
4. ქოჩორაზე რა უნდა ვთქვა? . გუშინ ჩვენ ის სულ სხვა კუთხიდან დავინახეთ - არა მხოლოდ როგორც კარგი ჩამშლელი და მებრძოლი, არამედ ასვე, როგორც კარგი შემტევი და ტექნიკური ფეხბურთელი. ეს კი ისეთი კომბინაციაა, რაც ჰაერივით სჭირდებოდა ნაკრებს და რაც მას საშუალებას მისცემს, დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

5. რაც შეეხება პერსპექტივას, ამ თამაშმა აჩვენა, რომ ის ძალიან კარგი გვაქვს და წინ მივდივართ. უცხოელი გულშემტკივრებიც კი აღნიშნავენ, რომ თურქეთი-საქართველო ჯერ-ჯერობით ამ ევროზე ყველაზე კარგი თამაში იყო. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო შედეგია, რაც შეიძლებოდა მოგების გარდა მიგვეღო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იქ შემთხვევითი გუნდი არ ვართ და შედეგის მიუხედავად, ამ ევროს მაყურებელს თავს დავამახსოვრებთ. ჯგუფიდან გასვლა, რა თქმა უნდა, კარგია და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ დებიუტანტისთვის ძალიან დიდი შედეგი იქნება, თუ ამ ევროს შემდეგ ნეიტრალურ გულშემატკივარს თავს დავამახსოვრებთ, როგორც სიმპათიური გუნდი და მთელ ევროპაში გულშმატკივრებს გავიჩენთ, როგორც თბილისის "დინამოს" ჰყავდა გულშემატკივრები და თაყვანისმცემლები მთელ საბჭოთა კავშირში. ახლა ევროპელთა გულების დაპყრობის დროა", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 51 /
მერაბ შენი აზრი პოლიტიკაზე გავიგეთ,ჟურნალისტიკაზე გავიგეთ და დასაკვეხნი დიდათ არაფერი გაქვს,ამიტომ ფეხბურთზე შენი აზრი ნაკლებად საინტერესოა.
ენვერიკო
19 ივნისი 2024 14:26
15
შენ ალბათ ენვერიკო ხოჯა ხარ. სხვა, მაგ სახელით, პოლიტიკაში რომ ასე ერკვეოდეს, არ მახსენდება!
ზაზა
19 ივნისი 2024 14:59
0
სრულად ვეთანხმები ამ ანალიზს.100%.
მირო
19 ივნისი 2024 13:31
7
ჩემი არაპროფესიონალური ხედვით შეუცვლელი არავინაა, არის მომენტები როცა ფეხბურთელს რაც არ უნდა მაღალი კლასისი იყოს არ მისდის თამაში და უნდა შეცვალო. თუმცა წარმომიდგენია რა ამბებს ატეხავდნენ ფანები და "ექსპერტები" ხვიჩა რომ შეეცვალა. დღეს ვიტყოდით ხვიჩა რომ არ შეეცვალა მინიმუმ ფრეს ვითამაშებდითო. გავლენების ტყვეობიდან უნდა გამოვიდეს მწვრთნელი, უნდა იმოქმედოს რეალობის გათვალისწინებით და არა ჩვენ რას ვიტყვით.
შეცვლი ვაი, არ შეცვლი უი!
19 ივნისი 2024 13:26
5
ქართველების უმრავლესობას ყველაფერში დაბალი დონის აზროვნება და ცოდნა აქვთ, ფეხბურთშიც ეგრე არიან, არ მიაქციოთ ყურადღება.
Semi
19 ივნისი 2024 12:56
3
ჩაკვე ფლანგზე ამას უბრალო ფეხბურთის მცოდნეც კი იტყვის რომ სისულელეა
მართალი
19 ივნისი 2024 12:49
0
როცა 11 ვე ისე ითამაშებს როგორც ქოჩორა ჩაკვე ბუდუ მაშინ ყველას თუ არა ბევრს მოვუგებთ
მართალი
19 ივნისი 2024 12:47
2
სანიოლის უდიდესი ბრალი ბევრი რამ რომ არის ცადია.. აზაროვის არ წაყვანა საზონოვის არ წაყვანა კანკავას არ წაყვანა კაცმა თავი არასასარგებლოდ იგრძნო გამოიძახეს მარტის თამაშებზე და 5წუთი ათამაშეს ასეთი ავტორიტეტის ფებურთელისთვის შეურაწყოფაა..არაბიძის არ წაყვანა კაცს შეუძლია გულერის მსგავსი გოლების გატანა..არ დარბისო ვიჩამ ბევრი ირბინა? გულერმა რამდენჯერ წაართვა ბურთი? რამდენჯერ ვერ გაცდა ერთი ერთზე საშუალო დონის მცველს? როცა თამაში არ მიგდის დაცვას მაინც მიხედე და ჩამოდი გადაკეტე ზონები.. სისწრაფეში რომ სჯობდნენ კაკაბაძეს და გოჩოლეიშვილს შანს არ აძლევ უსწრაფეს მცველს.. ასევე ლობჟანიძე რომ არ გამოგყავს და მის სისწრაფეს არ იყენებ.. ჩაკვე მარცნივ თამაშობს და მარჯვნივ ათამაშებ ქოჩორა მემარჯვენეა და მარცხნივ ათამაშებ.. რა არის მონტელას საჩუქარს უკეთებდა ამ ტაქტიკით??? კვარა გამოფხიზლდი ლიდერი ხარ და ეს მოედანზე უნდა ამტკიცო ყოველ თამაში
,
19 ივნისი 2024 12:43
22
გონში არა ხარ
თედო
19 ივნისი 2024 13:13
10
ვინ აკრიტიკებს ხვიჩას და რატომ?
ფეხბურთი არ ესმით და ქართველები არ არიან.
რეალობა
19 ივნისი 2024 12:40
28
არ დავასახელე პირველ კომენტარში "მოძმე ერის" კრიტიკოსების ეთნიკური წარმოშობა. მაგრამ მიხვდა ერთი ასეთი კრიტიკოსი, რას ვგულისხმობდი, და საკუთარი ისტორიული სამშობლო ახსენა.
რეალობა
19 ივნისი 2024 14:45
1
გუშინდელ თამაშზე ხვიჩა ისეთი ეფექტური არ იყო როგორც ჩვევია,მარტო ამას აღნიშნავენ გულშემატკივრები.მხოლოდ შენ ისტორიულ სამშობლოში უხარიათ საქართველოს უიღბლო წაგება ერევან არარატში
რეალობა-ს
19 ივნისი 2024 12:44
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული