"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ აღნიშნული შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა, რამაც ქომაგთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

ამ ამბავს სოციალური ქსელის საშუალებით, ბუდუს მამა, კახა ზივზივაძე გამოეხმაურა.

იმდენი პირადი კითხვაა, რატო? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან..
მკითხველის კომენტარები / 67 /
საიდან მოგაქვთ ეს აზრები, სანიოლი რომელიც ბაიერნში თამაშობდა, საფრანგეთის ნაკრებში და თან ძირითადის კაცი, რომელსაც ბევრი ტიტული აქვს მოგებული, მეტი საქმე არაა აქვს ეხლა რომ კობის და კალაძის ჭკუაზე იაროს. რა შუაშია ეხლა კობი და კალაძე ხომ საერთოდ. პოლოტიკურიო და ა.შ. მიშას დრო წავიდა ჯიგრებო, ოჯახებს რომ ემუქრწბოდნენ, გაიხსენეთ თუნდაც ნემსაძის ამბავი, დღეს სულ სხვა დროა
ქომაგი
21:05 22-06-2024
34
რეალურად გგონიათ რომ კობიაშვილმა მოთხოვნის დონეზე უთხრა სანიოლს რომ ბუდუ ამ მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს და მინდორზე არ შეუშვაო, ასეთი სისულელე როგორ უნდა მოგივიდეს ნორმალურ ადამიანს თავში, სანიოლს ძალიან აღელვებს ეხლა ბუდუს პოლიტიკური შეხედულებები, თავის პრესტიჟის ამბავია რაც კარგად ითამაშებს გუნდი და მეტ ქულას აიღებს, სამომავლოდ უფრო სერიოზულ კარიერას შეიქმნის, ჩვენ ვინც გარედან ვუყურებთ ნაკრებს არა მგონია იმაზე ბევრი ვიცოდეთ ვიდრე სანიოლმა რომელიც ყოველდღე დღეში ორჯერ უყურებს ბიჭების ვარჯიშს
მამუკა
21:58 22-06-2024
31

სიახლეები პოპულარული