მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი ტაიმი ტეკპეტეის და რიკის გოლებით 2:0 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ აჭარული გუნდი ორჯერ გადაარჩინა მეკარე სილვამ. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და კარგად გათამაშებული კომბინაციის და გომისის პასის შედეგად მამუჩაშვილმა ანგარიში შეამცირა, თუმცა მალე ვიტრიუმ საჯარიმოდან დალაშქრა ბათუმელთა კარი.
საპასუხო მატჩი 17 ივლისს „აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება.
რაზგრადი. „ჰუვენფარმა არენა“
ლუდოგორეცი - დინამო (ბთ) 3:1
გოლები: 1:0 ტეკპეტეი (13), 2:0 რიკი (24), 2:1 მამუჩაშვილი (62), 3:1 ვიტრიუ (72)
დინამო (ბთ): სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონი, სანტოსი, ჟან ვიქტორი (ტამბედუ 76), მამუჩაშვილი, ღუდუშაური, გომისი (ინჯგია 89), ბლესა (მარა 72)