კაცნაკლული თბილისის "დინამო" "მორნარს" დაუზავდა და გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის „დინამოსა“ და „მორნარს“ შორის 1:1 დასრულდა და ქართული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.

მეცხრამეტე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა უგრეხელიძე გააძევა და მასპინძლები, რომლებსაც პირველი შეხვედრა 1:2 ჰქონდათ წაგებული, მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა „დინამო“ ოქრიაშვილის წინამძღოლობით განუწყვეტლივ უტევდა და სხირტლაძის აქტიური მოქმედების შედეგად 16 წლის სალიამ პოპოვიჩის კარი დალაშქრა.

შესვენების შემდეგ ზორიჩმა სიმონისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა და გოლი ტრიბუნებთან მირბენით და გულშემტკივრების მიმართ გამაღიზიანებელი ჟესტით აღნიშნა. ფელდჰოფერის შეგირდები შეტევაზე გადავიდნენ და
ხვადაგიანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეტოქეს გაუთავებელი პაუზებით გაჰყავდა დრო და მიზანსაც მიაღწია.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
დინამო (თბ) - მორნარი 1:1
გოლები: 1:0 სალია (32), 1:1 ზორიჩი (57)
გაძევება: უგრეხელიძე (19)

დინამო (თბ): მაქაცარია, უგრეხელიძე, კალანდაძე, ხვდაგიანი, ბაგრატიონი, ოსიყმაშვილი (სამუშია 82), საიმონი (ლომინაძე 82), სალია (ცეცხლაძე 57), სანტისი (კადეტე 57), ოქრიაშვილი, სხირტლაძე (იობაშვილი (70)

alt1:2 "მორნართან". ფრესთანაც ახლოს ვიყავით - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 54 /
ვინმე დოლიძე დინამოს სპორტული დირექტორი რატომ ყავს ფიფიას?ან მისი წარსული არ იცის ან გაიკითხოს.სამამ დოლიძე იწნება დინამოში ყოველყვის წააგებენ ან მეცხვარეებთსნ ან პორტის მუშებთან..ხვალ დინამოს ბაზაზე შევიკრიბოთ და მოვთხოვოთ ფიფიას ფოლიძეს გაშვენა გუნფიდიდან
0
იმედია, ეს ბოლოა და რამდენიმე წელიწადი ვერ ვნახავთ დინამოს ევროპაზე, სანამ ნორმალური ბიუჯეტით და ფეხბურთელებით შევსება არ იქნება პრობლემა. უკვე ქვეყნის სირცხვილია და იმ დიდი სახელის შერცხვენა, რაც ოდესღაც დიდმა ხალხმა მოიპოვა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული