"კარი გავზომეთ ჩვენით, ამათგან ყველაფერს ველოდით" - "ტორპედო" საშინელ პირობებში ემზადებოდა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ორრაუნდიან დაპირისპირებაში ალბანურ "ტირანას" აჯობა და კონფერენს ლიგის მომდევნო ეტაპზე კვიპროსულ "ომონიას" შეხვდება. ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის უფროსის, ედო ბადალაშვილის თქმით, ჩვენი გუნდი შეხვედრისთვის საშინელ პირობებში ემზადებოდა:

"გუშინ დილით ჩამოვედით. გუნდს უნდა ევარჯიშა, მაგრამ მასპინძელმა კლუბმა არ დაგვახვედრა სათანადო სავარჯიშო მინდორი. გუნდს არ უვარჯიშია მატჩამდე. არ ჩატარდა წინასამატჩო პრესკონფერენცია.

გასახდელში საშინელი სიცხე, არანაირი არაფერი.

დღეს მატჩამდე ორივე კარი გავზომეთ ჩვენით, რადგან ყველაფერს ველოდით ამათგან - აღმოჩნდა, რომ არც ისე ტყუილად. ერთ-ერთი კარი სტანდარტულზე პატარა იყო. დელეგატმა, თუ გენდომებათ, მატჩს
ჩავშლითო… ბიჭებმა ერთმანეთში ისაუბრეს და არა, ვითამაშებთ ყველაფრის მიუხედავადო..."

დაველოდოთ, უეფა რა სანქციებს მიმართავს!..

alt"ტორპედომ სტუმრად "ტირანას" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ედსონ ბადალმენტე სპორტალში არ წერდა? ახლა თურმე ქართული გრანდის პრესსპიკერია. გენიოსები უკვალოდ არ იკარგებიან როგორც ჩანს.
odala
13:14 19-07-2024
2
ქართველთ მოძულეობა სისხლში და ხასიათში აქვს გამჯდარი ზოგს უკვე. თუ ასე გძულთ და ასეთი წარმოდგენა გაქვთ - ნეტა რა ჯანდაბა გაძლებინებთ აქ
დათო
12:19 19-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული