არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ადგილობრივ TASS-თან საუბარში წამოაყენა იდეა, რომ საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩი გაიმართოს.

7 ივლისს მინსკში, ლეგენდების შეხვედრების ეგიდით, რუსებმა ბელარუსთან 1:1 ითამაშეს, პენალტებში კი 5:4 იმარჯვეს. ახლა არშავინს უნდა, რომ მისმა ქვეყანამ საქართველოსთან, ყაზახეთთან და უზბეკეთთანაც ითამაშოს. 

"ბელარუსის შემდეგ საქართველოსთან, უზბეკეთთან და ყაზახეთთან ლეგენდების მატჩები უნდა გავმართოთ. ასეთი შეხვედრები აერთიანებს ერებს, ინარჩუნებს ჩვენს საერთო ისტორიას. შეგიძლიათ გაუთავებელი სამიტები და კონფერენციები გამართოთ, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად აერთიანებს ხალხს.

მაგალითად, თბილისში რეტრო-მატჩმა შესაძლოა, სტადიონი გაავსოს. საქართველოში ფეხბურთელების დონე
ყოველთვის კარგი იყო. თუ მოედანზე არველაძეს, ასათიანს, დემეტრაძეს, აშვეთიას, კობიაშვილსა და ქინქლაძეს ვიხილავთ, ეს ლეგენდების ლიგისთვის ძალიან კარგი განაცხადი გახდება", - თქვა არშავინმა. 

რუსული "სპორტ-ექსპრესი" "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ განცხადების შემდეგ აზრს ვეტერან ქართველ თავდამსხმელ გიორგი დემეტრაძეს დაეკითხა.

"პოლიტიკა ასე თუ ისე ახდენს გავლენას თანამედროვე საქართველოში ბევრ მოვლენაზე. თუ ჩვენ ჩავატარებთ რეტრო-მატჩს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მონაწილეობით, არ გამოვრიცხავ, რომ საზოგადოება ორ ნაწილად გაიყოს. ზოგი წინააღმდეგი იქნება, ზოგი - პირიქით.

როგორია ჩემი აზრი? - მიმაჩნია, რომ სპორტი და კულტურული ღონისძიებები საქართველოსთვის სასარგებლოა. ასეთ მატჩში მონაწილეობას სიამოვნებით მივიღებ. უკეთესი იქნება, თუ ეს შეხვედრა ამა წლის ოქტომბრის შემდეგ ჩატარდება, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დასრულდება", - თქვა დემეტრაძემ. 

არშავინის ინიციატივას აღფრთოვანებით შეხვდა მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი, რომელმაც "სპორტ-ექსპრესთან" საუბარში სურვილიც გამოთქვა, რომ თუ ეს დაპირისპირება მართლაც შედგა, მწვრთნელის ფუნქციას შეასრულებს.

"ვფიქრობ, ახლა ზუსტად საუკეთესო დროა, რათა საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ლეგენდების მატჩი შედგეს.

გარდა ამისა, ყველა ქართველს ფეხბურთი ახლა ისე უყვარს, როგორც არასდროს, რადგან ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა თამაში და კარიერა სწორედ რუსეთში დაიწყო. ამიტომ, თუ ეს მატჩი გაიმართება, სიამოვნებით მივიღებ მასში მონაწილეობას და შემიძლია, მწვრთნელიც ვიყო. შემიძლია რუსეთის საფეხბურთო კავშირს ამ შეხვედრის ორგანიზებაში დავეხმარო", - თქვა კავაზაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 165 /
არაა ცუდი აზრი. ერთი მაგატ გაყრიდეს ჩვენები რას ვიცინებიდ:D:D:D რატომაც არა. 2026 წელს რუსეთი ისევ უეფაში ბრუნდება და რატომაც არა. ერთი წელი გინდა იქეთ გინდა აქეთ. თან საკუთარ მოედანზე მივიღებთ და დავამარცხებთ. კაია ნამეტნავად.

პ.ს. ისე პრო ჭებს მივმართავ, 2026 წელს უეფა და ფიფა აბრუნებს რუსეთს და უკან ორგანიზაციებში და ე მანდ მაგრად მიანტერესებს პროჭზე როგორ გაიხევით:D:D:D
zura
01:28 26-07-2024
3
კომენტარებს გადავხედე და მიხარია რო ბოტებიანადაც ძაან უმცირესობაში არიან რუსეთუმეები. აფხაზეთის და ოსეთის ლეგენდებთანაც ხო არ ვითამაშოთ?
nedved
01:11 26-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული