1:3 კვიპროსში. "ტორპედო" დამარცხდა, მაგრამ ყველაფერი ქუთაისში გადაწყდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 1:3 დამარცხდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ და პირველი ტაიმის დასასრულს კულიბალიმ დააწინაურა. შეცვლაზე შესულმა იანსანემ 74-ე წუთზე კულიბალის ბრძოლა მოუგო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალე კულიბალიმ დუბლი შეასრულა და „ომონია“ ისევ წინ გაიყვანა. 84-ე წუთზე ევანდრომ საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით დალაშქრა კლიაიჩის კარი. მერე ქუთაისელთა თავდამსხმელმა იონსენმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ - 1:3.

საპასუხო შეხვედრა 1-ელ აგვისტოს გაიმართება.

ნიქოზია. „Neo GSP“
ომონია - ტორპედო 3:1
გოლები: 1:0 კულიბალი (41),
1:1 იანსანე (74), 2:1 კულიბალი (78), 3:1 ევანდრო (84)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი (ვარლეი 46), სანდოხაძე, სახო, მონტეირო (ბიძინაშვილი 73), ელიტონი (იანსანე 46), გიგაური (ფაცაცია 73), ნინკოვიჩი (შერგელაშვილი 90+2, პირესი, იონსენი

მკითხველის კომენტარები / 17 /
მესამე გოლი გიგაურის ბრალია, უბრალოდ დაეზარა ან ელემენტარული ნაბიჯია გადადგმის თავი არ ქონდა, ხოდა ომონიასთან თუ ასეთ ფიზიკურ კონდიციაშია ახაპგაზრდა კაცი მაშინ რა კონფერენს ლიგის ჯგუფურყრზე თამაში გინდა??? ვერ დარბიხარ ბიძია და ეს ფეხბყრთია, სადაც სირბილია საჭირო
Vasili
09:32 27-07-2024
0
მეორე და მესამე გოლები ნახეთ.ტორპედოელებმა,უბრალოდ გაატარეს,ბურთი და მეტოქეები.
სოსო
01:17 27-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული