1:3 კვიპროსში. "ტორპედო" დამარცხდა, მაგრამ ყველაფერი ქუთაისში გადაწყდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 1:3 დამარცხდა.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ და პირველი ტაიმის დასასრულს კულიბალიმ დააწინაურა. შეცვლაზე შესულმა იანსანემ 74-ე წუთზე კულიბალის ბრძოლა მოუგო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა მალე კულიბალიმ დუბლი შეასრულა და „ომონია“ ისევ წინ გაიყვანა. 84-ე წუთზე ევანდრომ საჯარიმოს გარედან ლამაზი დარტყმით დალაშქრა კლიაიჩის კარი. მერე ქუთაისელთა თავდამსხმელმა იონსენმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ - 1:3.

საპასუხო შეხვედრა 1-ელ აგვისტოს გაიმართება.

ნიქოზია. „Neo GSP“
ომონია - ტორპედო 3:1
გოლები: 1:0 კულიბალი (41),
1:1 იანსანე (74), 2:1 კულიბალი (78), 3:1 ევანდრო (84)

ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, მჭედლიშვილი (ვარლეი 46), სანდოხაძე, სახო, მონტეირო (ბიძინაშვილი 73), ელიტონი (იანსანე 46), გიგაური (ფაცაცია 73), ნინკოვიჩი (შერგელაშვილი 90+2, პირესი, იონსენი

მკითხველის კომენტარები / 17 /
არ მიყურებია მაგრამ აქ თითქოს არც ფული უჭირთ,არც ფეხბურთელები ჰყავთ ცუდი,მე მგონი მწვრთნელია სუსტი,სახო სხვა თემაში მოიყვანეს,იონსენის ნაირი რაც ბევრი უკეთესი,რა ვიცი ამ ფარჩაკი დინამოების ხელში ქუთაისის წაგება ომონიასთან რაღა გასაკვირია,მაგრამ იქნება განმეორებითში მოვუგოთ..ჩავხედე თამაშებს და ეს სომხები უკვე 7-0 იგებენ,აზერები 4-0,ჟალგირისები და აუდები,ვიკინგურები და ა.შ.რა გამოსავალი გვაქვს არ ვიცი,ვითომ ტერიტორიული პრინციპის ამბავია და სულ ჩვენ გვხდებიან ძლიერები?!დეჩიჩები,მორნარები?!წარმატებები ქუთაისს...
Gomako
22:37 25-07-2024
2
ქართული კლუბები - ეროვნული სირცხვილია
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული