ფრე მონტენეგროში - ბათუმის "დინამო" კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამო“ გასვლაზე „დეჩიჩს“ დაუზავდა 0:0 (სახლში 0:2 დამარცხდა) და გათამაშებას გამოეთიშა.

იმის გამო, რომ მასპინძელთა გუნდის არენა „ტუშკო პოლე“ უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შეხვედრა დედაქალაქის ცენტრალურ სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მოედნის გაზონი საშინელ მდგომარეობაში იყო და ამიტომ დაპირისპირება ძველ აეროპორტთან ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, რომლის 1 500-იანი ტრიბუნა ბოლომდე არ შეივსო.

აჭარული გუნდი ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, პირველი შანსი კი მასპინძლებს მიეცათ - 38-ე წუთზე შორიდან სეკულოვიჩის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შესვენების
შემდეგ ბათუმელთა შეტევები მარჯვენა ფლანგიდან ღუდუშაურმა გაამწვავა. მსაჯმა მისი და ვ. სანტოსის მონტენეგროელთა საჯარიმოში წაქცევისთვის პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. მერე ხარაბაძემ ბურთი ძელს გაარტყა და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

პოდგორიცა. „FSCG სტარი აეროდრომ
დეჩიჩი - დინამო (ბთ) 0:0

დინამო (ბთ): რ. სილვა, მალი, კობახიძე, ხარაბაძე, ვ.სილვა, სანტოსი (ფაჩულია 88), ვიქტორი (მარა 56), მამუჩაშვილი, ღუდუშაური, გომისი (ტამბედუ 65), ბლესა

მკითხველის კომენტარები / 32 /
ძალიან ცუდადაა ჩვენი საკლუბო ფეხბურთის საქმე, გუნდს სტადიონი არ აქვს და პირდაპირი მნიშვნელობით 1000 სკამიან ბაზაზე გვიმანსპიძლა სადღაც უღრან ტყეში თან დეჩიჩი სამ პასს რო აკეთებდა გადაბმულად ის 500 კაცი მთელი ოვაციებით იწყებდნენ ყიჟინას ბიჭოოოო ეს რა შეძლებიათ ჩვენ ფეხბურთელებსო დდ: და ხვდებით ხო ასეთ გუნდს რო საქართველოს ჩემპიონი ორ მატჩში ერთ კინკილა გოლს რომ ვერ გაუტანს რა დონეზე ვართ დაცემული ?გიბრალტარი,სანმარინო,მალტა, კოსოვო,მონტენეგროს სოფლები, მეცხვარეები/ფერმერები და მეხანძრეები აი რა სასტავში ვართ. ბათუმი გუნდი აღარაა დინამო ხომ ფსკერია ფიფიას ხელში როგორც კლუბი გაუქმა და ინკუბატორად გადააკეთა და მხოლოდ აკადემიაა. ალბათ გორი გაიბრძოლებს მარა მარათონში ტორპედო მაგრად გადაუაბგონებს ფინიშისკენ და გაჩენპიონებული ტორპედო საჩემპიონო გზით ვფიქრობ მთლად ლუდოგორეცი და პანათინაიკოსი თუარ შეხვდა პირველივეზე რაღაცის იმედის ნაპერწკალი შეიძლება გვქონდეს, აბა ეს ბათუმი რომ ჩემპიონი გახდეს დახურეთ ეს ჩემპიონატი საერთოდ დდ: გუნდს სამოყვარულო შემტევები ყავს რომლებიც კარში კიარა კარისკენ ვერ არტყავენ. ისე მაგარი ფერხორციანი ასულები კი ყოლიათ მონტენეგროელებს. მინაშვილმა მაზი წაისვა და ლამის შეუვარდა ბერიძეს.
M-33
01:20 31-07-2024
5
ორი სოფლის გუნდია. რუსულ ბათუმს ძაან უნდოდა ქართულ დილას დამსგავსებოდა მაგრამ არ გამოვიდა. დილა ჩემპიონი გახდება და ესენი იმედია მეორედ ევროთასებზე არ გამოვლენ. ბერიძემ თურქული ვიხოდკები კარგად იცის და ფულის დახარჯვა არ უნდა მასე არაფერი გამოვა.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
00:57 31-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული