"აპოელი" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე „რიგასთან“ 1:2 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის მცველმა ლაშა დვალმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძელთა რიგებში ლაშა ოდიშარია 83-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ლუკა სილაგაძე კი სათადარიგო იყო.
საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს ნიქოზიაში ჩატარდება.
რიგა. „LNK სპორტა პარკი“
რიგასი - აპოელი 2:1
გოლები: 1:0 კუადიო (31), 2:0 იკაუნიეკსი (45+1, პენ), 2:1 ელ-არაბი (51)