დავითაშვილის საგოლე გადაცემა - "სენტ-ეტიენმა" "ნანტთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მეექვსე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ნანტს“ ფრედ ეთამაშა - 2:2.

მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ და 2:0 დაწინაურდნენ, რის შემდეგაც ზურიკო დავითაშვილის პასით იბრაჰიმ სისოკომ თავურით ანგარიში შეამცირა. შემდეგ „ნანტის“ მცველს, ჟან-შარლ კასტელეტოს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და სისოკომ პენალტით დუბლი შეასრულა.

დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა flashscore-სგან 7.2 შეფასება მიიღო, whoscored-ისგან 7.0, ხოლო sofascore-სგან 6.6.

„სენტ-ეტიენი“ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 5 ოქტომბერს „ოსერს“ მიიღებს.

ნანტი. „ბოჟუარი“
ნანტი - სენტ-ეტიენი 2:2
გოლები: 1:0 ლეპენანი (10), 2:0 ტომასი (49), 2:1
სისოკო (57), 2:2 სისოკო (67, პენ)
გაძევება: კოკო (90+8, ნანტი)

alt0:8 - "სენტ-ეტიენის" კატასტროფა "ნიცასთან"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზურიკომ მოიპოვა ეს ქულა სრულიად მარტომ, სენ ეტიენი გუნდი ნამდვილად არაა
სიმენონი
08:17 30-09-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული