კურიოზი: როგორ დააფრთხო ანდრეი შევჩენკომ "მილანის" ფეხბურთელები უკრაინული სალით

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ fakty.ua-სთან ინტერვიუში სახალისო ამბავი გაიხსენა, რომელიც მას "მილანში" თამაშის პერიოდში გადახდა.

შევჩენკომ გაიხსენა, როგორი რეაქცია ჰქონდათ მის თანაგუნდელებს, როდესაც იტალიაში პირველად ჩაიტანა უკრაინული სალა.

"როდესაც პირველად "მილანის" ბაზაზე უკრაინული სალის ნაჭერი მივიტანე, ზოგიერთი ჩემი თანაგუნდელი შეშინდა. მართლა ვამბობ! ზოგიერთებმა ისიც კი იფიქრეს, რომ ეს ნარკოტიკი იყო. მაშინ არცკი ვიცოდი, რომ იტალიელებს ცხოვრებაში არასდროს ენახათ სალა. ეს მათთვის იგივე იყო, რაც აფრიკელებისთვის - თოვლი.

მახსოვს, სალის პირველი ნაჭერი პაოლო მალდინის მოვუჭერი და შევთავაზე. უარი მითხრა.
შემდეგ სალის ნაჭერი პურს დავადე და შევექეცი. უნდა გენახათ, პაოლო და დანარჩენები, როგორი თვალებით მიყურებდნენ.

და იცით, ეს ყველაფერი როგორ დასრულდა? ყოველთვის, როდესაც იტალიაში ვბრუნდებოდი, "მილანის" ფეხბურთელებისთვის ნახევარი ჩანთით სალა ჩამქონდა, ისე შეუყვარდათ. იმდენი შეკვეთა მქონდა ხოლმე, უკვე ვნანობდი, რომ თავის დროზე უკრაინული "ნარკოტიკი" გამოვაჩინე "მილანის" ბაზაზე", - იხსენებს 40 წელს მიღწეული შევჩენკო, რომელიც "მილანში" კახა კალაძის თანაგუნდელი იყო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
და რამდენჯერ უნდა დაწეროთ ერთი და იგივე სტატია, ეგ იყო უკვე და თან არც ისე დიდი ხნის წინ. აცალეთ მაინც ისტორიას დაძველება
oeee
14 აგვისტო 2017 10:50
0
Zeedorfs ras ucunebdit . An gatuzos. Udzluersei naxevar dacva. Kaka. Pirlo. Zeedorfi gatuzo
Zura
13 აგვისტო 2017 21:58
0
იცვლება ფეხბურტი, ზიდანის და მაგატ დროის ფეხბურტს. მარადონა, პლატინი, კრუიფის დროს უფრო ლამაზ ფეხბურტს ტამაშობდენ, მაგატზე ლამაზს კიდე პელე, გარინჩას დროს, იცვლება ყველაფერი
simartle
30 სექტემბერი 2016 19:43
0
მართალი ხარ, სულ სხვა ხიბლი ქონდა მაშინ ფეღბურტს, ეხლა რავიცი დარბიან თხებივით წინდა უკან, იღლებიან უბურთოთ, მართლა უკან წავიდა ფეღბურთი, სანახაობა თავის დაძაბულობით, აგარაა ასეთი თამაშებიი.../ ჩვენები ხო საერთოდ ვერც დარბიან...!!!
Vasili
30 სექტემბერი 2016 19:24
0
ესეთ გუნდში კალაძის ყოფნა იგივეა რაც მე რომ ამერიკის პრეზიდენტი გავხდე. ძაან გაუმართლა...
nika
30 სექტემბერი 2016 17:27
3
რა გუნდი იყო?
kika
30 სექტემბერი 2016 17:15
0
მაშიდელი ფეხბურთი მენატრება ის იყო ნამდული ფეხბურტი ზიდანი რივალდო რობეტო ფიგუ რონალდო კაკა დელფიერო რა დრო იყო მაშინ ფეხბურტი ფეხბურტი იყო ახლა არის კაიფი ფეხბურთი ნელნელა კვდება იმდენ ტახას უხდიან ფეხბურტელებს ეგრე არ შეიდზლება მაფია ყველაფერი სანამ ტოტალიზატორები იარსებებს
irakli
30 სექტემბერი 2016 17:12
0
აუ რუი კოშტა და პირლო ნახევარდაცვის ცენტრში
Mateus
30 სექტემბერი 2016 15:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული