12:10 27-04-2017
ტორპედო-სამტრედია 2:0 - დამსახურებული მეოთხედფინალი [VIDEO]
AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მესამედ შეხვდნენ. სუპერთასზე გამარჯვება (2:1) სამტრედიელებს დარჩათ. ქუთაისელებმა რევანში ეროვნული ლიგის შეხვედრაში აიღეს, როცა გია ცეცაძის გუნდი მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხეს. ერთმატჩიან სათასო დუელშიც გამარჯვება "ტორპედოს" დარჩა. ქუთაისელებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეოთხედფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.
მატჩი ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა, რამაც თამაშში გარკვეული კორექტივები შეიტანა - იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა ქარმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და კარისკენ სახიფათოდ წავიდა, თუმცა ბუნებას მატჩის შედეგზე რეალური გავლენა არ მოუხდენია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, გუნდები საკმაოდ მაღალ ტემპში თამაშობდნენ. ბურთს "ტორპედო" აკონტროლებდა და სახიფათოდ უტევდა, მაგრამ საწყის წუთებში "სამტრედიის" მცველები ახერხებდნენ ქუთაისელთა შეჩერებას, თავად კი მეორე ნომრად ამჯობინებდნენ თამაშს და მიეცემოდათ თუ არა სწრაფი კონტრშეტევების შანსი, უმალ აწუხებდნენ მეტოქეს.
განსაკუთრებით, ბერიაშვილი-ჯიქიას დუეტი აქტიურობდა. მატჩის პირველი რეალური საგოლე მომენტიც სწორედ მათ შექმნეს, მაგრამ ქუთაისელთა მცველები საიმედოდ გაისარჯნენ.
ტაიმის შუაწელიდან მასპინძლებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს და დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, შესვენებამდე აუცილებლად დაწინაურდებოდნენ.
მეორე ნახევარი "ტორპედოს" შტურმით დაიწყო. ძალიან სახიფათო იყო გრიგოლ დოლიძის ფლანგური გარღვევები. მის აქტიურობას სტუმართა კართან ორი რეალური საგოლე მომენტი მოჰყვა, მაგრამ ქუთაისელებმა მიზანი ვერა და ვერ გაასწორეს.
რიონისპირელებს გარჯა ცოტა ხანში მაინც დაუფასდათ. საპირისპირო ფლანგზე სიჩქარეები გიორგი ქიმაძემაც ჩართო. სწორედ მისი წაქცევისთვის დაინიშნა პენალტი, რომელიც გიორგი კუხიანიძემ გოლად აქცია.
ტორპედოელებს ამის შემდეგაც არ დაუთმიათ ინიციატივა. ისინი სხვაობის გაზრდას ცდილობდნენ და ამას მატჩის ბოლოს ბექა ტუღუშის ბრწყინვალე გოლით მიაღწიეს.
მატჩის სტენოგრამა
15' - ჯიქიასა და ბერიაშვილის სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, თუმცა ბურთს მცველი გადაეღობა და კუთხურზე მოიგერია.
33' - დოლიძის სახიფათო საჯარიმო დარტყმის შემდეგ ქარმა ბურთს ტრაექტორია შეუცვალა, მაგრამ მიგინეიშვილი დამაჯერებლად გაისარჯა.
35' - კუხიანიძემ საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია.
43' - საბანაძის სახიფათო საჯარიმო მიზანს ასცდა.
44' - დოლიძის გადაცემის შემდეგ ხურცილავას უნდა გაეტანა, მაგრამ თითქმის პენალტის ნიშნულიდან ხარიხას გადააცილა.
48' - დოლიძის გადაცემის შემდეგ გურულის სახიფათო თავური მიზანს ასცდა.
49' - დოლიძის პასის შემდეგ საბანაძეს მართებდა გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
53' - ტუღუშს შეეძლო "ტორპედოს" დაწინაურება, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
56' - გოლი! ქიმაძე მეტოქის საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს და პენალტი კუხიანიძემ გაიტანა -1:0.
68' - დოლიძის "მოჭრილი" დარტყმა კარს მცირედით ასცდა.
74' - დოლიძის გადაცემის შემდეგ კუხიანიძემ ბურთი გაატარა და საბანაძემ ახლოდან დაარტყა. სტუმრები მეკარემ იხსნა.
83' - ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ხაბეიშვილი შემობრუნებით ცდილობდა დარტყმას, მაგრამ არ გამოუვიდა.
86' - კუხიანიძეს უნდა გაეტანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ხარიხას გადააცილა.
87' - მახვილი კუთხიდან ქიმაძის სახიფათო დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია.
90+2' - გოლი! ტაბატაძის გადაცემის შემდეგ ტუღუშმა შეუჩერებლივ დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:0.
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/8-ფინალი
26.04. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-სამტრედია 2:0
გოლი: 1:0 კუხიანიძე (56-პენ), 2:0 ტუღუში (90. ტაბატაძის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური, მამასახლისი - დოლიძე (76. ტაბატაძე), კუხიანიძე (88. ბაბუნაშვილი), ტუღუში - საბანაძე (78. კუჭუხიძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, საღრიშვილი, კაპანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე - დათუნაიშვილი, კასრაძე (60. რაჟამაშვილი) - მარკოზაშვილი, ჩაგელიშვილი, ჯიქია (76. ხაბეიშვილი) - ბერიაშვილი (84. სამუშია).
სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, ბურკაძე, სუხომლინოვი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ტუღუში (7), ბერიაშვილი (45), მამასახლისი (75), ხურცილავა (90)
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი.
სხვა მატჩები
26 აპრილი
სამგურალი-დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 მიქელთაძე (30), 0:2 არაბული (52-პენ)
შევარდენი-გურია 2:0
გოლები: 1:0 მაღალდაძე (20), 2:0 მუმლაძე (90)
გორი-ნორჩი დინამო 0:0 (პენ, 3:4)
გაძევება: ზურაბ ძამსაშვილი (26, ნორჩი დინამო)
27 აპრილი
იმერეთი-სიონი 1:0
გოლი: 1:0 ირაკლი ჭანკვეტაძე (90).
რუსთავი-ზუგდიდი 3:2
გოლები: 0:1 ცოტნე სამუშია (6), 1:1 ბესიკ ჩიმაკაძე (44), 2:1 ირაკლი გოგინაშვილი (45), 2:2 ცოტნე სამუშია (61), 3:2 ბესიკ ჩიმაკაძე (84).
გაგრა-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 ნიკოლოზ გელაშვილი (83), 0:2 ლევან კაკუბავა (86).
დილა-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 ლეანდრო რიბეირო (პენ. 34).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
კი მაგრამ ეს სტერეო ვიდეო რომ დადევით ,ამას როგორ ვუყუროთ?