ტორპედო-სამტრედია 2:0 - დამსახურებული მეოთხედფინალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მერვედფინალური მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს "ტორპედო"-"სამტრედიის" დუელი იწვევდა.

მიმდინარე სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს უკვე მესამედ შეხვდნენ. სუპერთასზე გამარჯვება (2:1) სამტრედიელებს დარჩათ. ქუთაისელებმა რევანში ეროვნული ლიგის შეხვედრაში აიღეს, როცა გია ცეცაძის გუნდი მისსავე მოედანზე 2:0 დაამარცხეს. ერთმატჩიან სათასო დუელშიც გამარჯვება "ტორპედოს" დარჩა. ქუთაისელებმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარეს და მეოთხედფინალის საგზური დამსახურებულად მოიპოვეს.

მატჩი ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა, რამაც თამაშში გ
არკვეული კორექტივები შეიტანა - იყო რამდენიმე ეპიზოდი, როცა ქარმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და კარისკენ სახიფათოდ წავიდა, თუმცა ბუნებას მატჩის შედეგზე რეალური გავლენა არ მოუხდენია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, გუნდები საკმაოდ მაღალ ტემპში თამაშობდნენ. ბურთს "ტორპედო" აკონტროლებდა და სახიფათოდ უტევდა, მაგრამ საწყის წუთებში "სამტრედიის" მცველები ახერხებდნენ ქუთაისელთა შეჩერებას, თავად კი მეორე ნომრად ამჯობინებდნენ თამაშს და მიეცემოდათ თუ არა სწრაფი კონტრშეტევების შანსი, უმალ აწუხებდნენ მეტოქეს.

განსაკუთრებით, ბერიაშვილი-ჯიქიას დუეტი აქტიურობდა. მატჩის პირველი რეალური საგოლე მომენტიც სწორედ მათ შექმნეს, მაგრამ ქუთაისელთა მცველები საიმედოდ გაისარჯნენ.

ტაიმის შუაწელიდან მასპინძლებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს და დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, შესვენებამდე აუცილებლად დაწინაურდებოდნენ.

მეორე ნახევარი "ტორპედოს" შტურმით დაიწყო. ძალიან სახიფათო იყო გრიგოლ დოლიძის ფლანგური გარღვევები. მის აქტიურობას სტუმართა კართან ორი რეალური საგოლე მომენტი მოჰყვა, მაგრამ ქუთაისელებმა მიზანი ვერა და ვერ გაასწორეს.

რიონისპირელებს გარჯა ცოტა ხანში მაინც დაუფასდათ. საპირისპირო ფლანგზე სიჩქარეები გიორგი ქიმაძემაც ჩართო. სწორედ მისი წაქცევისთვის დაინიშნა პენალტი, რომელიც გიორგი კუხიანიძემ გოლად აქცია.

ტორპედოელებს ამის შემდეგაც არ დაუთმიათ ინიციატივა. ისინი სხვაობის გაზრდას ცდილობდნენ და ამას მატჩის ბოლოს ბექა ტუღუშის ბრწყინვალე გოლით მიაღწიეს.

მატჩის სტენოგრამა
15' - ჯიქიასა და ბერიაშვილის სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, თუმცა ბურთს მცველი გადაეღობა და კუთხურზე მოიგერია.
33' - დოლიძის სახიფათო საჯარიმო დარტყმის შემდეგ ქარმა ბურთს ტრაექტორია შეუცვალა, მაგრამ მიგინეიშვილი დამაჯერებლად გაისარჯა.
35' - კუხიანიძემ საჯარიმოს ხაზიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია.
43' - საბანაძის სახიფათო საჯარიმო მიზანს ასცდა.
44' - დოლიძის გადაცემის შემდეგ ხურცილავას უნდა გაეტანა, მაგრამ თითქმის პენალტის ნიშნულიდან ხარიხას გადააცილა.
48' - დოლიძის გადაცემის შემდეგ გურულის სახიფათო თავური მიზანს ასცდა.
49' - დოლიძის პასის შემდეგ საბანაძეს მართებდა გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.
53' - ტუღუშს შეეძლო "ტორპედოს" დაწინაურება, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.
56' - გოლი! ქიმაძე მეტოქის საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს და პენალტი კუხიანიძემ გაიტანა -1:0.
68' - დოლიძის "მოჭრილი" დარტყმა კარს მცირედით ასცდა.
74' - დოლიძის გადაცემის შემდეგ კუხიანიძემ ბურთი გაატარა და საბანაძემ ახლოდან დაარტყა. სტუმრები მეკარემ იხსნა.
83' - ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ხაბეიშვილი შემობრუნებით ცდილობდა დარტყმას, მაგრამ არ გამოუვიდა.
86' - კუხიანიძეს უნდა გაეტანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ხარიხას გადააცილა.
87' - მახვილი კუთხიდან ქიმაძის სახიფათო დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია.
90+2' - გოლი! ტაბატაძის გადაცემის შემდეგ ტუღუშმა შეუჩერებლივ დაარტყა და ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:0.

საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/8-ფინალი
26.04. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-სამტრედია 2:0
გოლი: 1:0 კუხიანიძე (56-პენ), 2:0 ტუღუში (90. ტაბატაძის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე - გიგაური, მამასახლისი - დოლიძე (76. ტაბატაძე), კუხიანიძე (88. ბაბუნაშვილი), ტუღუში - საბანაძე (78. კუჭუხიძე).
სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, საღრიშვილი, კაპანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე - დათუნაიშვილი, კასრაძე (60. რაჟამაშვილი) - მარკოზაშვილი, ჩაგელიშვილი, ჯიქია (76. ხაბეიშვილი) - ბერიაშვილი (84. სამუშია).
სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, ბურკაძე, სუხომლინოვი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილება: ტუღუში (7), ბერიაშვილი (45), მამასახლისი (75), ხურცილავა (90)
არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი.

სხვა მატჩები
26 აპრილი
სამგურალი-დინამო (თბ) 0:2

გოლები: 0:1 მიქელთაძე (30), 0:2 არაბული (52-პენ)

შევარდენი-გურია 2:0
გოლები: 1:0 მაღალდაძე (20), 2:0 მუმლაძე (90)

გორი-ნორჩი დინამო 0:0 (პენ, 3:4)
გაძევება: ზურაბ ძამსაშვილი (26, ნორჩი დინამო)

27 აპრილი
იმერეთი-სიონი 1:0
გოლი: 1:0 ირაკლი ჭანკვეტაძე (90).

რუსთავი-ზუგდიდი 3:2
გოლები: 0:1 ცოტნე სამუშია (6), 1:1 ბესიკ ჩიმაკაძე (44), 2:1 ირაკლი გოგინაშვილი (45), 2:2 ცოტნე სამუშია (61), 3:2 ბესიკ ჩიმაკაძე (84).

გაგრა-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 ნიკოლოზ გელაშვილი (83), 0:2 ლევან კაკუბავა (86).

დილა-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 ლეანდრო რიბეირო (პენ. 34).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კენჭისყრით არაა, წინა ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგის მიხედვით დგება წყვილები, ვინც უფრო დაბლა იყო ცხრილში მასპინძელიც ისაა, სამტრედიას ფინალამდე სულ გასვლები ექნებოდა იმიტომ რომ ჩემპიონი გახდა, აწი ჩიხურას ექნება გასვლები სულ სანამდეც წავა ფინალამდე, ქუთაისი თუ დინამოს შეხვდა მასპინძელი დინამო იქნება თუ ქუთაისი და ჩიურა დაეჯახა მასპინძელი ქუთაისი იქნება და ა. შ. მესამე ლიგელები სულ სახლში ითამაშებენ თუ ერთმანეთს არ შეხვდნენ ...
romandro-ს
28 აპრილი 2017 09:51
0
კუხიმ ჩვენთან უკვე მე-4 ბურთი გაიტანა!
გოგი ქუთაისელი
27 აპრილი 2017 17:08
0
es ert tamashiani sataso gatamasheba magari sisulelea.kenchisyrit wydeba ama tu im gundis bedi,da winaswar ichagreba is gundi visac kenchisyrit argaumartlebs. gasvliti tamashi tu ver moige ver gadixar shemdeg etapze.ase daichagra fotic,gorshi tuvermoigeb gasvlaze tamash vergadixar shemdeg etapze..ase gadawyvita kennchisyram..magaria...
romandro
27 აპრილი 2017 15:06
0
მიმოხილვაა დაწერილი და გაკეთებული უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე.
კი მაგრამ ეს სტერეო ვიდეო რომ დადევით ,ამას როგორ ვუყუროთ?
დავკოხი
27 აპრილი 2017 13:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული