წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ექვსმა, ეროვნული ლიგა 2-დან ხუთმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან სამმა გუნდმა მიიღო.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
ვიტ ჯორჯია 2-გაგრა
ტორპედო-რუსთავი
გარდაბანი-შუქურა
მერანი-დინამო თბ.
გურია-სამტრედია
ლიახვი ცხ.-მეტა
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა
თელავი-დილა
1/8-ფინალური ეტაპის შეხვედრები საზაფხულო შესვენების შემდეგ გაიმართება.
ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით