საქართველოს თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
21 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე გათამაშების 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ორმა, ეროვნული ლიგა 2-დან ოთხმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან თითო გუნდმა მიიღო.

წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

მეტა-გაგრა
გურია-დინამო თბ
შუქურა-ტორპედო
ვიტ ჯორჯია-თელავი

1/4-ფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვა დათო მუჯირი ავიატორიდან გამოვიდა წილისყრის ჩასატარებლად?!)))
Zura
21:29 21-09-2018
0
ყველაზე მეტად შუქურას არ გაუმართლა
ქობულეთელი
21:11 21-09-2018
2

სიახლეები პოპულარული