14:50 24-11-2021
საქართველოს თასის პირველი ფინალისტი დრამატულად გაირკვა [VIDEO]
AutoSharing Option
ეროვნული ლიგის წლევანდელ სეზონში "შუქურამ" და "სამგურალმა" ერთმანეთში ოთხივე მატჩი ჩაატარეს. აქედან, ბოლო 2 ფრედ (0:0) დასრულდა, მეორე წრეში "სამგურალმა" შინ 1:0 მოიგო, ხოლო პირველში "შუქურამ", მასპინძლის სტატუსით (ზესტაფონში) 2:0 გაიმარჯვა.
სტუმრები ალექსანდრე ვერულიძემ 68-ე წუთზე დაწინაურა, მასპინძლებიდან კი ზუსტად 9 წუთში ბექა ვერულიძემ გაათანაბრა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა. 84-ე წუთზე ქობულეთელებმა თითქოს, თამაში შემოატრიალეს - წყალტუბოელთა კარი გიორგი გაფრინდაშვილმა აიღო, თუმცა მათი ზეიმი დიდხანს არ გარძელებულა - "სამგურალმა" 2-წუთიან ინტერვალში გამარჯვება მოახერხა.
ასე რომ, სოსო ფრუიძესა და მის გუნდს, ეროვნულ ლიგაში პლეი-ოფისგან თავდასაღწევად რომ იბრძვიან, კონფერენს ლიგაზე მონაწილეობის შანსი აქვთ, თასის ფინალში კი ზედიზედ მეორედ იასპარეზებენ.
24.1121 ქობულეთი. ჩელე არენა
"შუქურა" - "სამგურალი" 2:3
გოლები: 0:1 ა. ველურიძე (68), 1:1 ბ. ვერულიძე (77), 2:1 გაფრინდაშვილი (84), 2:2 ჭანტურია(87, ა.გ), 2:3 ფონიავა (89)
მეორე ფინალისტი "საბურთალო" - ბათუმის "დინამოს" შეხვედრაში გაირკვევა, რომელიც დღესვე, 18:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული