ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელმა "ლაიპციგთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.
FOX Deportes-ის ინფორმაციით, გერმანელებმა ტრანსფერში 14 მლნ ევრო გადაიხადეს. აქედან "რივერ პლეიტი" 10 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო 4 მლნ ევრო ურუგვაის კლუბ "დანუბიოს" ერგება.
მომზადებულია dierotenbullen.com-ის მიხედვით