"სიტი" ჰოლანის შესაძენად ემზადება

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ერლინ ჰოლანი "დორტმუნდს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.

Bild-ზე დაყრდნობით, Sport Witness-ი ირწმუნება, რომ "მანჩესტერ სიტი" ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ 75-მილიონევროიან შეთავაზებას ამზადებს, თუმცა, სავარაუდოდ, გერმანელები სკანდინავიელს ამ ფასად არ შეელევიან.

შეგახსენებთ, უცხოური მედია ერლინს სხვადასხვა გუნდს უკავშირებს - "მანჩესტერ იუნაიტედს", მადრიდის "რეალს" და "ბარსელონას".

21 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში 11 მატჩი გამართა და 13 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული