"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის თაობაზე პირველ შეთავაზებას სულ მალე გააკეთებს.
Sky Sport Deutschland-ის თქმით, კატალონიური კლუბი მოლაპარაკების საწყის ეტაპზე მზადაა თანხა 30-35 მილიონი ევროს ფარგლებში გადაიხადოს, თუმცა "რეკორდმაისტერს" მეტი სურს.
დიდი შანსია, რომ პოლონელმა მიუნხენური გრანდი 2023 წელს დატოვოს, რადგან თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი უფროსობას ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.
Kicker-ზე დაყრდნობით, "ბაიერნი" რობერტს 40 მილიონად გაყიდის. შეგახსენებთ, 33 წლის ფეხბურთელმა გერმანულ გუნდთან ერთად ამ სეზონში ყველა ტურნირზე 42 შეხვედრა ჩაატარა და თავი 47 გოლით გამოიჩინა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
"ბარსელონა" მზადაა ლევანდოვსკის სანაცვლოდ "ბაიერნს" დესტი და კონკრეტული თანხა შესთავაზოს