"ლივერპული" "დორტმუნდის" ახალგაზრდა ვარსკვლავით დაინტერესდა

AutoSharing Option
"ლივერპული" "დორტმუნდის" ახალგაზრდა ვარსკვლავით, ჯუდ ბელინგემით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, მას შემდეგ, რაც კლუბმა აურელინ ჩუამენის დამატება ვერ მოახერხა, მთავარი სამიზნე ნახევარდაცვის ზონაში ბელინგემი გახდა.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 59 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში ახალგაზრდა ინგლისელმა 43 მატჩში 6 გოლისა და 13 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული