პარი სენ ჟერმენმა ფრანგი შემტევი დაიმატა

AutoSharing Option
"რეიმსის" ფორვარდი ჰუგო ეკიტიკე კარიერას პარი სენ ჟერმენში გააგრძელებს.

Sky Sports-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კი კონტრაქტი გაფორმდება. სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს.

ეკიტიკეს შეძენასთან ახლოს იყო "ნიუკასლიც", თუმცა ფეხბურთელმა მათი შეთავაზება დაბლოკა. გასულ სეზონში საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშემ 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული