როტერდამის "ფეიენოორდთან" ჩემპიონთა ლიგის 3:1-ზე მოგებულ მატჩში ანგარიშის გამხსნელ მასპინძელთა ფორვარდს ლორენცო ინსინიეს სურდა ტრავმირებული თანაგუნდელისთვის არკადიუშ მილიკისთვის მიეძღვნა გოლი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და 6 თვე გაუცდება, მაგრამ შეეშალა და პეტრ ზელინსკის მაისურა აიღო.
ზელინსკიცა და მილიკიც პოლონეთის ნაკრების წევრები არიან.