AS: ნეიმარი უეფასგან "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ითხოვდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც გასულ ზაფხულს "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა, კატალონიური კლუბის ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ითხოვდა. ამის შესახებ ესპანური გაზეთი AS იუწყება.

გამოცემის ცნობით, ნეიმარის მამასა და "ბარსელონას" შორის მიმდინარეობს დავა, რომელიც კლუბისგან ფეხბურთელისთვის 26 მლნ ევროს ოდენობის ბონუსის გადახდას ეხება. მხარეებმა დავის გადასწყვეტად ფიფას მიმართეს. თავად ნეიმარმა კი "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა თავისი იურისტის პირით უეფას სთხოვა.

როგორც ირკვევა, უეფაში ბრაზილიელი ფეხბურთელის სურვილი სერიოზულად არ აღიქვეს და საბოლოოდ, უარით გაისტუმრეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფუი შენი დებილი დადა .................
buxrika
21:24 07-10-2017
5
სირცხვილი ნეიმარ
ზურა
10:06 08-10-2017
2

სიახლეები პოპულარული