საფეხბურთო პარადოქსი - კოუტინიომ მიმდინარე სეზონში შესაძლოა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს

AutoSharing Option
საინტერესო სტატიას ავრცელებს ინგლისური Dailystar-ი. "ბარსელონას" შემტევმა ფილიპე კოუტინიომ შესაძლოა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი მოიგოს.

საქმე იმაშია, რომ უეფას წესების თანახმად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს 40 მედალს აძლევენ.  შესაბამისად, თუ "ლივერპული" უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მოიგებს და მოისურვებს, შეუძლია კოუტინიოს ოქროს მედალი გადასცეს.

როგორც იცით, ბრაზილიელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბარსელონაში" 142 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა.

იქამდე კი უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სწორედ მერსისაიდელთა რიგებში ირიცხებოდა.

▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" "ეტიჰადზეც" სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ვიცი? ძაან თავს იკლავდა ამ ბარსელონასთვის და კი ზის სკამზე. თუ ასე ძაან უნდათ მისცენ ბატონო
:))))
14:43 11-04-2018
1
ამ უმადურს ლივემ თუ მედალი გადასცა მაშინ ამათი უთავმოყვარეო...
Musenbezi
14:35 11-04-2018
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული