
საქმე იმაშია, რომ უეფას წესების თანახმად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდს 40 მედალს აძლევენ. შესაბამისად, თუ "ლივერპული" უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მოიგებს და მოისურვებს, შეუძლია კოუტინიოს ოქროს მედალი გადასცეს.
როგორც იცით, ბრაზილიელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ბარსელონაში" 142 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა.
იქამდე კი უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სწორედ მერსისაიდელთა რიგებში ირიცხებოდა.
▶ ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" "ეტიჰადზეც" სძლია [VIDEO]