დღის კითხვა. რეალი-იუვენტუსი. დასანიშნი იყო პენალტი? (+ გამოკითხვა)

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალისა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრის მთავარი არბიტრი მაიკლ ოლივერი მატჩის მთავარი ფიგურა აღმოჩნდა.

▶ ვინ არის მსაჯი მაიკლ ოლივერი, რომელიც სუპერპოპულარული გახდა

შინ 0:3 წაგების შემდეგ ტურინელებმა სტუმრად "რეალს" 3 გოლი გაუტანეს, ხოლო დამატებით 97-ზე წუთზე საკუთარ კართან პენალტი მიიღეს.

ბენატიას მოქმედება ვასკესზე მსაჯმა წესების დარღვევად ჩათვალა და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ უნაკლოდ შეასრულა და "იუვენტუსის" ოცნებები დაასამარა.

საფეხბურთო სამყაროში უმეტესობა ამტკიცებს, რომ პენალტი დასანიშნი იყო, თუმცა გამოჩნდნენ ისეთები, ვინც საპირისპიროს ამბობს. თან, ვინმე გულშემატკივარი კი არა, არამედ
ყოფილი ესპანელი (წარმოშობით ბასკი) მსაჯი.

ედუარდო იტურალდემ AS-თან საუბარში პენალტის ეპიზოდთან დაკავშირებით თქვა:

"უკნიდან შეხება საკმარისი არაა. ეს არ იყო პენალტი".




▶ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: "რეალი" 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გავიდა ნახევარფინალში[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 27 /
ამიტომ კარგა ხანია აღარ ვუყურებ ფეხბურთშ. გამორთეთ ტოტალიზატორები, შეწყდეს ფეხბურთელებით ვაჭრობა და დავიწყებ თავიდან!
aburjga
12 აპრილი 2018 22:53
0
რა შუაშია აქ შანსის მოკვლა არმოკვლა ხელი კრა და წააქცია ბურთს არ შეხებია ესეიგი პენალია,რაც გააკეთა კიდეც,ხოლო ისკოს გოლი უნდა ჩაეთვალა იმიტომ რომ რონალდომ კარში დაარტყა და მეკარისგან დაუბრუნდა ბურთი სუფთა გოლი არ ჩათვალა,
maxo
12 აპრილი 2018 21:30
17
არცერთის გულშემატკივარი არ ვარ,პენალტი კი იყო.უკნიდან შეახტა წააქცია ისე,რომ იუვეს მცველს ბურთზე კონტაქტი არ ქონია,აბა პენალტი სხვა რა არის?მაინცადამაინც კბილები უნდა ჩაელეწა და ფეხებით გადაევლო თავზე?იყო პენალტი,იყოოოოოოოო....
ზასტაველი
12 აპრილი 2018 20:14
17
არ უნდა დაენიშნა პენალი. იუვეს ორი შეცვლა ჰქონდა დარჩენილი, რაც დიდი ფორა იყო.
mtieli
12 აპრილი 2018 15:24
10
ვისაც რეალი სძულს ყველა დაწერს რომ პენალტი არ იყო! მეც გულზე არ მეხატება მაგრამ პენალტი იყო უეჭველი! რეალი არ იმსახურებდა ნახევარფინალს! იუვემ დაამტკიცა რომ უფრო ღირსი იყო მაგრამ მცველს ნერვებმა უმტყუნა სამწუხაროდ
On
12 აპრილი 2018 15:09
26
იუვეს ადეკვატური ფანები ამბობენ, რომ იყო პენალტი. ანუ, მაგ ვაი-ლოგიკით ბოლო წუთზე, მანდამაინც ფეხი უნდამოტეხო, რომ პენალტი დაიდოს. ბარსას ფანებს უფრო ეწყინათ და თეთრზე შავს ამბობენ..
ვითომ "ობიექტურს"
12 აპრილი 2018 14:59
12
არც იუვეს ფანი ვარც, არც ბარსასი და საერთოდ ობიექტური რომ ვიყავი იმიტომ დავწერე ეგრე, თორემ მაშინ მსაჯის გინებას დავწერდი, არ შეიძლება ეგრე მუდამ რეალის სასარგებლოდ რატომ "უშვებენ შეცდომებს" მსაჯები ან სადავო ეპიზოდებს მათ სასარგებლოდ წყვიტავენ. ეგ არი პრობლემა, რომლის მიზეზიც ბევრისთვის ცნობილია. მაგ მსაჯს კი მთელი ცხოვრება სინდისი შეაწუხებს, ოდნავ მაინც თუ აქვს, პენალტის გამო თუ არა, ცოცხალი ლეგენდა ბუფონი რომ ფაქტიურად არაფრის გამო გააგდო და ის 1% შანსიც მოუკლა იუვენტუსს. ისე იუვეს თუ მართლა ყავს ეგეთი "ვითომ ფანები", რომლებიც თვლიან რომ იყო პენალტი მაშინ კარგად ქონიათ საქმე, როცა ბევრი ფიფას მსაჯის კი აღიარებს, რომ არ უნდა დანიშნულიყო პენალტი
ობიექტური
12 აპრილი 2018 16:18
5
იუვეს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ვთვლი რომ პენალტი იყო. ერთი იმას თუ გავითვალისწინებთ რომ დამატებითი დროის ბოლო წუთია და ამ გადაწყვეტილებით ერთ-ერთ გუნდს ყველა იმედს უკლავ, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლებოდა არ დაენიშნა, მაგრამ ის რომ ასე გადაწყვიტა არბიტრმა, ამის გამო ვერ ვიტყვი რომ პენალტი არ იყო! პ.ს. ერთი სიტყვით პენალტი იყო, მაგრამ ამ სიტუაციაში შეეძლო არ დაენიშნა!!! რეალს ბერნაბეუზე 3 ბურთს რომ ამოუქაჩავს იმ გუნდს ბოლო წამებზე ასეთ შემთხვევაში შანსი არ უნდა მოუკლა!!!
soxumeli
12 აპრილი 2018 14:49
6
როდესაც რამოდენიმე წამში დამატებითი დრო იწყება პენალტი უნდა დაინიშნოს მხოლოდ თუ 100%იანი დარღვევაა, ეს ეპიზოდი არ იყო 100%იანი პენალტი, გარწმუნებთ მსგავსი მომენტი რეალის კარში რომ ყოფილიყო არ დანიშნავდა მსაჯი პენალტს, ეგ არი არაობიექტურობა, თორემ 30 წუთზე კი შეიძლება მსაჯმა დანიშნოს ეგეთ დარღვევაზე პენალტი, 50-50ზეა მსგავის დარღვევის დროს და მსაჯს შეუძლია თავის შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს, მაგრამ 93 წუთზე არა, თან იმ ყველაფრის ფონზე როგორც განვითარდა მოვლენები. მსაჯს ან სტადიონის შეეშინდა ან ხელმძღვანელობის.
ობიექტური
12 აპრილი 2018 14:12
4
თუ დააკვირდებით სანამ ბურთს მიიღებდა მკერდით უკვე მოხდა კონტაქტი, რასაც მოყვა წაქცევა. ეს იყო პენალტი. თანაც 100 პროცენტიანი. უბრალოდ მე, მიუხედავად რეალის გულშემატკივრობისა მაინც ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნებოდა დამატებით დროში გაემარჯვა ვიდრე ასე. ანუ რომ არ დაენიშნა გაცილებით კარგი იქნებოდა. როგორც მინიმუმ ჩვენც მოგვაკლდა ნახევარსაათიანი სიამოვნება. ამ შემთხვევაში ყველანაირი სპეკულაციები დასრულდებოდა. იმას რად უნდა ლაპარაკი, რომ იუვენტუსზე 100 თავით მაღლა დგას.
პენალტი იყო თუ არა?
12 აპრილი 2018 14:11
27
ქვა რომ ჩაერტყათ მთლად პენალტი არ უნდა დაენიშნა. უბრალოდ სირცხვილია და მეტი არაფერი. ვისი გულშემატკივარიც არ უნდა იყო ობიქტურობა ობიექტურობაა. არანაირად არ უნდა დანიშნულიყო და ბუფონს რაც გაუკეთა მსაჯმა ეს ამორალურია ნამდვილად. მაგრამ რას ვიზავთ მაგრამ რას ვიზავთ, რეალია და ყოველთვის მისკენაა უპირატესობა მსაჯების ვის წინააღმდეგაც არ უნდა თამაშობდეს. არა მარტო მსაჯები და ამას დასტურებტ უამრავი ფაქტი.

დაუჯერეთ მარადონას: გააუქმეთ ტოტალიზატორები და მივიღებთ იდეალურ ფეხბურთს
11111
12 აპრილი 2018 13:36
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული