რეალი VS ბაიერნი - გამოცხადებული სასწაულის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს, პირველ მაისს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა გაირკვევა. რა თქმა უნდა, "რეალი" "ბაიერნთან" აშკარა ფავორიტია, მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც "რეკორდმაისტერს" შანსს უტოვებს...

შარშან ეს გუნდები მეოთხედფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს. იყო სკანდალი რეფერ კაშაისთან დაკავშირებით, მაგრამ მოხდა ასეთი ფაქტიც - მიუნხენში "ბაიერნი" 1:2 დამარცხდა და, როცა ყველას ეგონა, რომ წყვილში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, "რეკორდმაისტერმა" მადრიდში 2:1 მოიგო!

თამაში დამატებით დროში გადავიდა, რომელიც კარლო ანჩელოტის გუნდმა პირწმინდად კი წააგო, მაგრამ ახლა ამ შემოტრიალების პრეცედენტი "ბაიერნს" იმედს უტოვებს. ესეც რომ
არ იყოს, გავიხსენოთ წლევანდელი მეოთხედფინალი და ტურინის "იუვენტუსის" გმირობა, რომელმაც კინაღამ ტურინული 0:3 ამოქაჩა "ბერნაბეუზე".

ფაქტია - ზინედინ ზიდანის გუნდს "ბერნაბეუზე" ასეთი რამეები ძლიერ კლუბებთან მოსდის ხოლმე და ამიტომაც გადაწყვეტილი ჯერ არაფერია.

"თუ გვინდა, რომ "ბერნაბეუზე" ოცნება ავიხდინოთ და კიევის ფინალის საგზური მოვიპოვოთ, აუცილებლად სეზონის საუკეთესო მატჩი უნდა ჩავატაროთ. მხოლოდ ასე შევძლებთ "რეალის" სასურველი ანგარიშით დამარცხებას", - აცხადებს "ბაიერნის" გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე.

იმას, რომ არაფერია გადაწყვეტილი, ეთანხმება ზინედინ ზიდანიც: "ყველა ფეხბურთელს მოვუწოდებ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. მიუნხენში გამარჯვება ბევრს ნიშნავს, მაგრამ მადრიდშიც მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ".

ისკო იქნება?
სტუმრების მთავარი დანაკლისი არიენ რობენია, რომელიც ტრავმირებულია. დიდი ხანია გუნდს აკლია მანუელ ნოიერი და კინგსლი კომანი; ბოლო დროს ლაზარეთს არტურო ვიდალი და ჟერომ ბოატენგიც შეუერთდნენ.

"ბაიერნის" ბანაკში კარგი ამბებიცაა - დავიდ ალაბამ და ხავი მარტინესმა გამოჯანმრთელება მოასწრეს.

"რეალის" მთავარი დანაკლისი ისკო უნდა ყოფილიყო, რომელსაც რამდენიმე კვირა გაუცდებაო, წერდნენ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მან ვარჯიში განაახლა. არ იქნება დანი კარვახალი, თუმცა ნაჩო გამოჯანმრთელდა და თამაში შეუძლია.

"მარკას" ინფორმაციით, ზიდანი ახალგაზრდა ჰაკიმის ასეთ მნიშვნელოვან თამაშს ვერ ანდობს და ფრანგი ლუკას ვასკესის დახევაზე და მის ფულბეკად თამაშზე ფიქრობს.

ჩაქირი "რეალის" მსაჯია?
თურქი არბიტრის დანიშვნა "ბაიერნის" ბანაკში არ მოეწონათ, იქ მიაჩნიათ, რომ ჯუნეით ჩაქირი "რეალის" მსაჯია.

"აშკარაა, რომ ეს მსაჯი ზედმეტად ხშირად ინიშნება "რეალის" მატჩებზე. ყველა სხვა ისტორია, მათ შორის, "ბაიერნთან" დაკავშირებული, ყველამ კარგად იცის", - ეს, არც მეტი, არც ნაკლები, თვით რუმენიგეს სიტყვებია.

პრესკონფერენცია
ზინედინ ზიდანი ("რეალის" მწვრთნელი): "არაფრის შეცვლა ჩვენ არ გვჭირდება. ამ მატჩში უნდა ვაჩვენოთ, რომ ფინალში გასვლას ვიმსახურებთ. ეს მოსაგები თამაშია და ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გავიტანოთ გოლი".

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ბოლო მატჩში ვაგნერმა შესანიშნავად ითამაშა, ის ჩვენს არსენალში იქნება "რეალთან" მატჩში, ან მერე შემოვა, ან ლევანდოვსკის გვერდიგვერდ ითამაშებს. ყველა მწვრთნელს აქვს თამაშის გეგმა ასეთი მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ. ეს კი მალ-მალე არ იცვლება ხოლმე".

სამშაბათი, 1-ლი მაისი. ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-ბაიერნი 22:45

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი - ლუკას ვასკესი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი - ბენზემა, რონალდო, ასენსიო.

ბაიერნი (4-1-4-1): ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ხავი მარტინესი - მიულერი, ხამეს როდრიგესი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი.

არ ითამაშებს: კარვახალი - კომანი, რობენი, ნოიერი, ვიდალი, ბოატენგი
საეჭვოა: ნაჩო, ისკო - ხავი მარტინესი, ალაბა
მსაჯი: ჯუნეით ჩაქირი (თურქეთი)


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
შარშან თამაშგარედან გაიტანა თუ არა ეგ რეალის გულშემატკივრების პრობლემა არა ეგ მსაჯებს მოკითხონ ისე მარადონამ ხელით გაიტანა გოლი მაგრამ მაგს არვინ ახსენებს ხდება ასეთი ტექნიკური წუნები ფეხბურთში. მაგრამ რეალი რო გერმნაელებს სადაც დაიწერს იკ რო უგებს ეს უკვე ბოლო წლებია ჩვევად ექცა ამ გუნდს.. რეალს აქვს სატრაბახოდ საქმე და თქვენ რაც გინდა ის თქვით. მაგრამ მეცინება რომამ 3 -0 როგრ უნდა მოგიგოს სასუოლოს ვერ უგებს გუნდი .. ბარსა ულოცავ ცემპიონია მაგრამ ეგ სირცხვილი კარგა ხანი არ დაავიწყდება ხალხს . რეალს ასეთი სირცხვილი ლიგაზე არასდროს მოსვლია. თან ზედიზედ მესამედ გადის ლიგაზე. და ამ ლიგაზე პსჟ გაგდო მიაყოლა უვენტუსი და დგეს ბაიერნით დაგვირგვინებს და ამის მერე ის ფაქტიურად ჩემპიონია.. ზოგზოგიერთები კი რომასთან აგებნნ
9
რეალის გულშემატკივრებს (70%) რომელ ფეხბურთის ცოდნაზე უნდა ელაპარაკო? შარშან ისტორიული აფსაიტიდან გაიტანა ყლრონალდომ და ვიდალი საერთოდ არაფრისთვის გააგდეს. (ეს იმათ გასაგონად ვისაც მეხსიერებაში და თვალებში რონალდუს "ჩიტი" გაქვთ) :დ
ალექეს
15:51 01-05-2018
5

სიახლეები პოპულარული