დამტკიცდა - სერხიო რამოსმა კარიუსს ტვინის შერყევა მიაღებინა და სავარაუდოდ ამან გამოიწვია მეკარის შეცდომები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალის ლამის მთელი მეორე ტაიმი "ლივერპულის" მეკარემ ლორის კარიუსმა, რომელსაც "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა თავში იდაყვი ჩაარტყა, ტვინის შერყევით ითამაშა და დიდი ალბათობით, ამან გამოიწვია მეკარის მიერ დაშვებული შეცდომები, რაც მერსისაიდულ გუნდს ძვირად დაუჯდა.

31 მაისს კარიუსმა კლუბის მოთხოვნით აშშ-ში, ბოსტონში თავის ტრავმების სპეციალისტთან, როსა ზაფონტესთან გაიარა მედშემოწმება, რენტგენი გადაუღეს და დადგინდა, რომ ტვინის შერყევა აქვს მიღებული.

კარიუსი იტყობინება, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და "წითლები" მის მალე გამოჯანმრთელებას იმედოვნებენ.

"სპორტ ბილდი" ამტკიცებს, რომ ლორისის შეცდომები სწორედ ტვინის
შერყევის ბრალია.

შეგახსენებთ, რამოსთან შეჯახებიდან 3 წუთში კარიუსმა საშინელი შეცდომა დაუშვა და კარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი კურიოზული გოლი
გაუშვა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მერე შეეცვალათ,, თვითონ ვერ მიხვდა ეტყობა ტვინი რო შეერყა:))
Jora
21:49 06-06-2018
0
თქვენი შეცდომა ვისი ბრალია ბატონო სტატიის ავტორო , ლორისი და კარიუსი ვერ გაგირჩევია :)
12

სიახლეები პოპულარული