მაშ ასე, როდის იწყება? ვინ მონაწილეობს? სად ვუყუროთ? ყველაფერ ამის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.
30 აგვისტოს მონაკოში Grimaldi Forum-ში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 2018/19 წლების სეზონის წილისყრა ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია UEFA.com-ზე იქნება.
როგორ მიმდინარეობს წილისყრა?
- ტურნირის ახალი ფორმატის მიხედვით, 26-მა გუნდმა პირდაპირ ჯგუფური ეტაპის საგზურები მიიღო. დარჩენილი 6 პლეი-ოფის ეტაპის გამარჯვებულებს გადაეცემა.
- გუნდები 4 კალათაში ნაწილდებიან. პირველ კალათაში მოქმედი ჩემპიონი, ევროპა ლიგის გამარჯვებული და უეფა-ს ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 6 ქვეყნის ჩემპიონი შედიან. დანარჩენი კალათების შემადგენლობა უეფა-ს რეიტინგში კლუბების კოეფიციენტების მიხედვით განაწილდება.
- ერთი ეროვნული ასოციაციის გუნდები სხვადასხვა ჯგუფში ნაწილდებიან. პროცედურა საბოლოოდ წილისყრამდე დამტკიცდება.
- წილისყრის შედეგები ასევე უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში ჩემპიონთა ლიგის გზის ჯგუფებს განსაზღვრავს.
ვინ მიიღებს მონაწილეობას წილისყრაში?
- ესპანეთი: "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო", მადრიდის "რეალი", "ვალენსია"
- გერმანია: მიუნხენის "ბაიერნი", გელზერკინხენის "შალკე", "ჰოფენჰაიმი", დორტმუნდის "ბორუსია"
- ინგლისი: "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი", ლონდონის "ტოტენჰემი", "ლივერპული"
- იტალია: ტურინის "იუვენტუსი", "ნაპოლი", "რომა", მილანის "ინტერი"
- საფრანგეთი: პსჟ, "მონაკო", "ლიონი"
- რუსეთი: მოსკოვის "ლოკომოტივი", ცსკა
- პორტუგალია: "პორტო", "ბენფიკა"
- უკრაინა: დონეცკის "შახტარი"
- ბელგია: "ბრიუგე"
- თურქეთი: "გალათასარაი"
- ჩეხეთი: "პლზენი"
- ჰოლანდია: ამსტერდამის "აიაქსი", პსვ
- შვეიცარია: "იანგ ბოიზი"
- საბერძნეთი: აეკი
- სერბეთი: "ცრვენა ზვეზდა"
კალათებში განაწილება
კალათა 1"რეალი" (ესპ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული)
"ატლეტიკო" (ესპ, ევროპა ლიგის გამარჯვებული)
"ბარსელონა" (ესპ)
"ბაიერნი" (გერმ)
"მანჩესტერ სიტი" (ინგლ)
"იუვენტუსი" (იტა)
პსჟ (საფრ)
"ლოკომოტივი" (რუს)
კალათა 2
"დორტმუნდი" (გერ) 89.000
"პორტო" (პორ) 86.00
"მანჩესტერ იუნაიტედი" (ინგლ) 82.000
"შახტარი" (უკრ) 81.000
"ნაპოლი" (იტა) 78.000
"ტოტენჰემი" (ინგლ) 67.000
"რომა" (იტა) 64.000
კალათა 3
"ლივერპული" (ინგლ)
"შალკე" (გერ)
"ლიონი" (საფრ)
"მონაკო" (საფრ)
"აიაქსი" (ჰოლ)
ცსკა (რუს)
პსვ (ჰოლ)
"ვალენსია" (ესპ)
კალათა 4
"პლზენი" (ჩეხ)
"ბრიუგე" (ბელ)
"გალათასარაი" (თურ)
"იანგ ბოიზი" (შვე)
"ინტერი" (იტა)
"ჰოფენჰაიმი" (გერ)
"ცრვენა ზვეზდა" (სერ)
აეკი (საბ)
მონაკოში ასევე დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება, სადაც შემდეგი ჯილდოები გადაიცემა:
- სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
- სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი
- ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე
- ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველი
- ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი
- ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი
სეზონის კალენდარი
18/19 სექტემბერი: ჯგუფური ეტაპის პირველი ტური2/3 ოქტომბერი: II ტური
23/24 ოქტომბერი: III ტური
6/7 ნოემბერი: IV ტური
27/28 ნოემბერი: V ტური
11/12 დეკემბერი: VI ტური
17 დეკემბერი: 1/8-ფინალის წილისყრა
12/13/19/20 თებერვალი: 1/8-ფინალის პირველი მატჩები
5/6/12/13 მარტი: 1/8-ფინალის საპასუხო მატჩები
15 მარტი: 1/4-ფინალის წილისყრა
9/10 აპრილი: 1/4-ფინალის პირველი მატჩები
16/17 აპრილი: 1/4-ფინალის საპასუხო მატჩები
19 აპრილი: 1/2-ფინალის წილისყრა
30 აპრილი/1-ლი მაისი: 1/2-ფინალის პირველი მატჩები
7/8 მაისი: 1/2-ფინალის საპასუხო მატჩები
1-ლი ივნისი: ფინალი, მადრიდი "მეტროპოლიტანო"