იურგენ კლოპი: არ ვიცი, შეძლებს თუ არა პსჟ-სთან თამაშს ფირმინო

AutoSharing Option
"ლივერპულის" მენეჯერმა იურგენ კლოპმა პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელ მატჩზე ისაუბრა.

"შესანიშნავად ვიცით, რა მეტოქეც გვყავს, მაგრამ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. აქ მეტი, განსაკუთრებული არც არაფერია სათქმელი. "ენფილდზე" ვთამაშობთ და ეს სერიოზული უპირატესობა შეიძლება იყოს. შევეცდებით ამის გამოყენებას.

ტომას ტუხელი შესანიშნავი მწვრთნელია. ვფიქრობ, პსჟ სწორად მოიქცა, გუნდი რომ მას ჩააბარა. როდესაც ბევრი ინდივიდუალურად კარგი ფეხბურთელები გყავს, საჭიროა მწვრთნელი, რომელიც მათ გუნდურად თამაშს ასწავლის. ვისაც კი ვიცნობ, ის ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ჩვენს ამოცანას ართულებს.

არ ვიცი, ხვალ საღამოს ნორმალურად იქნება თუ არა
ფირმინო. ბუნებრივია, მას ვესაუბრებით და მის მდგომარეობას ვაკვირდებით. ჯერ ვერ გეტყვით, შეძლებს თუ არა ის თამაშს".

altვერტონგენმა ფირმინოს კინაღამ თვალი გამოსთხარა და პსჟ-სთან მისი თამაში საეჭვოა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული