42-ე ჰეთ თრიქი - ლიონელ მესიმ რეკორდების მოხსნა დაიწყო

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ყველაზე დიდი ანგარიში "კამპ ნოუზე" დაფიქსირდა.

"ბარსელონამ" პსვ-ს უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 სძლია. ერთი გოლი უსმან დემბელეს ანგარიშზეა, ხოლო ჰეთ-თრიქი ლიონელ მესიმ შეასრულა.

არგენტინელმა იდეალური რეალიზაცია გამოავლინა და კვლავ რამდენიმე რეკორდიც მოხსნა, როგორც სჩვევია ხოლმე.

გთავაზობთ მესის მიერ მოხსნილ რეკორდებს უკვე პირველი ტურის შემდეგ:

  1. მესიმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მერვე ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
  2. მესიმ "ბარსელონას" მაისურით უკვე 42-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
  3. მესიმ საჯარიმოდან 42-ე გოლი გაიტანა, მეტი, ვიდრე რობერტო კარლოსმა, მიშელ პლატინიმ, ანდრეა პირლომ, რივალდომ და რიკელმემ.
  4. ჩემპიონთა ლიგაში გატანილი
    103 გოლიდან მესიმ საჯარიმოდან მხოლოდ 4 გაიტანა.
  5. მესიმ ჩემპიონთა ლიგაში 103 გოლი გაიტანა, რაც ერთით მეტია პსვ-ს გატანილ გოლებზე ამ ტურნირში.
  6. მესიმ კარიერაში 179 მეკარეს გაუტანა.
  7. მესიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 64 მატჩში 61 გოლი გაიტანა. ეს ტურნირის ახალი რეკორდია.
  8. მესი პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-14 სეზონში ერთი კლუბის მაისურით გაიტანა.
  9. მესიმ 2018 წელს საჯარიმოდნ მე-8 გოლი გაიტანა.

მომდევნო ტურში "ბარსელონა" ლონდონის "ტოტენჰემს" "უემბლიზე" ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ მესი ლა ლიგაში ქარიმ ბენზემასთან ერთად 4-4 გოლით ბომბარდირის სტატუსს ინაწილებს.

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: "ბარსელონამ" მესის ჰეთ-თრიკით იმარჯვა, "ინტერმა" "ტოტენჰემს" 0:1-ს მერე მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ის არგენტინელი აღარაა, კატალონიელია კარგა ხანია!
aburjga
11:23 19-09-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული