სერხი რობერტომ კუნთი დაიზიანა და "ტოტენჰემთან" არ იქნება

AutoSharing Option
"ბილბაოსთან" (1:1) გამართულ მატჩში "ბარსელონას" ფეხბურთელმა სერხი რობერტომ კუნთის ტრავმა მიიღო და რამდენიმე მატჩის, მათ შორის, "ტოტენჰემთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

იგი ბასკებთან მატჩში 55-ე წუთზე სერხიო ბუსკეტსმა შეცვალა, სამედიცინო შემოწმებამ კი დაზიანება დააფიქსირა.

სერხი რობერტო კატალონიელთა ერთადერთი დანაკლისი არ არის. დისკვალიფიცირებულია სამუელ უმტიტი, რომელმაც პსვ-სთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, თუმცა ფრანგ მცველს სერიოზული ტრავმაც აწუხებს. შესაბამისად, ვერც დისკვალიფიკაციის გავლის შემდეგ მოახერხებს თამაშს.

"ბარსელონა" "ტოტენჰემს" ლონდონში 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 23 საათზე
დაუპირისპირდება.

altსამუელ უმტიტიმ მუხლის ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვე იუქმებს

altსერხი რობერტომ "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააგრძელა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული