ტრიპიერი: გინდა, თვალმოუწყვეტლივ უყურო მესის თამაშს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ბარსელონასთან" დამარცხების (2:4) შემდეგ კომენტარი "ტოტენჰემის" მცველმა კირან ტრიპიერმა გააკეთა.

"იმედგაცრუებულნი ვართ. მეტოქემ ყველა შანსი გამოიყენა, ჩვენ კი - არა. დღეს "ბარსა" ობიექტურად უკეთესი გუნდი იყო. თუმცა, ამ წაგებიდან სწორი დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ. შევეცდებით სიტუაცია გამოვასწოროთ.

ლორისის შეცდომა? მან ბურთის დასაუფლებლად წინ გამოსვლა გადაწყვიტა. ჩვენ მას 100%-ით დავიცავთ.

მესი დღეს არაჩვეულებრივი იყო. გინდა, თვალმოუწყვეტლივ უყურო მის თამაშს, როდესაც ასეთ საუკეთესო ფორმაშია", - განუცხადა ტრიპიერმა BBC-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული