ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში ათენში აეკ-ის ფანებმა "აიაქსის" გულშემატკივრების ტრიბუნაზე ჯერ პეტარდები, შემდეგ კი მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს.
ხელი სტუმრებს არც პოლიციამ დააკლო - ხელჯოხებით სცემა და ზოგიერთი მათგანი გასისხლიანებული წავიდა სტადიონიდან.
აღსანიშნავია, რომ "აიაქსის" ქომაგებს გვერდში "პანათინაიკოსის" ულრტრასები დაუდგნენ.
მატჩი "აიაქსმა" 2:0 მოიგო და პლეი-ოფში გავიდა.