იურგენ კლოპი: "ლივერპულის" ფანებს პლეი-ოფში პსჟ-სთან შეხვედრა სურთ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მერსისაიდული გუნდის ფანებს პლეი-ოფში პსჟ-სთან შეხვედრა სურთ.

"ვიცი, რომ ბევრ ჩვენს ფანს პლეი-ოფში პსჟ-სთან შეხვედრა სურს. ჩვენ უბრალოდ წილისყრის შედეგებს დაველოდებით.

"ნაპოლისთან" მატჩის ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ საერთოდ გავიდოდით პლეი-ოფში, მაგრამ ახლა აქ ვართ.

ვერ მოვითხოვ რომელიმე კონკრეტულ გუნდთან შეხვედრას. ჩემთვის სულ ერთია.

ჯგუფში მეორე ადგილი დავიკავეთ და რთული მეტოქე შეგვხვდება", - ციტირებს გერმანელ სპეციალისტს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში "ნაპოლი" 1:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

მერსისაიდელი ფანების
სურვილის მიუხედავად, მერვედფინალში "ლივერპული" პსჟ-ს ვერ შეხვდება, რადგან მერვედფინალში ერთი ჯგუფის და ერთი ასოციაციის გუნდები ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ მერვედფინალის წილისყრა 17 დეკემბერს გაიმართება.

altიურგენ კლოპი: რომ მცოდნოდა, ალისონი ასეთი კარგი იყო, მასში ორმაგს გადავიხდიდი

altკლოპი: უეფაში ეგონათ, ტურნირს "ლივერპულის" გარეშე გააგრძელებდნენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული