ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში გასვლაზე "მანჩესტერის" ძლევის (2:0) შემდეგ, კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა ტომას ტუხელმა გააკეთა.
"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ვიყავით მშვიდნნი და ყურადღებიანნი. დროის უმეტეს ნაწილში ინიციატივას ვფლობდით და ბურთს ვაკონტროლებდით.
პირველ ტაიმში მარტივ სიტუაციაში ხშირად ვკარგავდით ბურთს, მეორე ტაიმი კი შესანიშნავად ჩავატარეთ. გამარჯვება დავიმსახურეთ. ვულოცავ ჩემს გუნდს. თუმცა, ეს მხოლოდ პირველი ტაიმია, მეორე ტაიმი "პარკ დე პრენსზე" იქნება.
არაა აუცილებელი გადაწყვეტილების ძალით ძიება, ითამაშე სწრაფად, უბრალოდ და გადაწყვეტილება თავისით მოვა.
მბაპეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. მას და დრაქსლერს მჭიდროდ
მარკინიოსი და ვერატი ერთად კარგად თამაშობდნენ, მაგრამ არ შეიძლება მთელი სეზონი ცენტრში მხოლოდ ორ ფეხბურთელს დაეყრდნო. კვირას "სენტ ეტიენს" ვხვდებით და უნდა მოვუგოთ", - ციტირებს ტუხელს RMC Sport-ი.