უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადა.
გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის შედეგად, კვირის საუკეთესო ფეხბურთელი ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გახდა.
შეგახსენებთ, რომ რონალდომ მადრიდის "ატლეტიკოსთან" საპასუხო მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა და პირველ შეხვედრაში 0:2-ის წაგების შემდეგ თავის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა.
სხვა პრეტენდენტები იყვნენ: ლიონელ მესი (ბარსელონა), სადიო მანე (ლივერპული) და ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი).