"მანჩესტერის" ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი ამჟამად "აიაქსის" სპორტული დირექტორია და მისი გუნდის "იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.
"მაგარი მატჩები გველის. 1/4 ფინალში გასვლამ გაგვახარა. "რეალთან" მაგრად ვითამაშეთ. იგივეს "იუვენტუსთან" ვაპირებთ.
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ. ჩვენი ახალგაზრდული გუნდი ტადიჩმა და ბლინდმა გააძლიერეს. "რეალთან" გამარჯვებამ თვითდაჯერებული გაგვხადა", - ციტირებს ვან დერ სარს Сара Sport Mediaset-ი.
"აიაქსისა" და "იუვენტუსის" მატჩები 10 და 16 აპრილს გაიმართება.