ვან დერ სარი ტვინში სისხლჩაქცევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

AutoSharing Option
"აიაქსი" "ტვიტერით" იტყობინება, რომ ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მეკარე, 52 წლის ედვინ ვან დერ სარი დღეს დილით თავის ტვინში სისხლჩაქცევის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად ვან დერ სარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"აიაქსში" ედვინს ყველა გამოჯანმრთელებას უსურვებს. ჩვენ შენზე ვფიქრობთ", - წერს ამსტერდამული კლუბი.

გასულ სეზონში "აიაქსი" ტიტულის გარეშე დარჩა და 30 მაისს ვან დერ სარს კლუბის გენერალური დირექტორის პოსტის დატოვება მოუწია. ეს თანამდებობა მას 2016 წლიდან ეკავა, 2012 წლიდან კი დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გიხარიათ ლაიქის დამწერებს, სხვისი უბედურება?!
ლაშა
09:44 08-07-2023
1

სიახლეები პოპულარული