ოლე-გუნარ სოლსკიაერი: ბარსელონაში გოლის გატანის იმედით მივემგზავრებით

AutoSharing Option
მიუხედავად პირველ მეოთხედფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე "ბარსელონასთან" დამარცხებისა (0:1), "მანჩესტერის" მენეჯერი ოლე-გუნარ სოლსკიაერი შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს არ კარგავს.

ვიცოდით, უბურთოდ ხშირად ყოფნა და თავდაცვა მოგვიწევდა და როდესაც შანსი მოგვეცემოდა, დაღლილები ვიქნებოდით.

ბარსელონაში გოლის გატანის იმედით მივემგზავრებით. მესის წინააღმდეგ იმდენად კარგად ვითამაშეთ, რამდენადაც შეგვეძლო. შეხვედრა ნებისმიერი ანგარიშით შეიძლებოდა დასრულებულიყო.

იმედგაცრუებული ვარ, რომ კარში ვერ დავარტყით ბურთი. ჩვენ შესანიშნავ გუნდს ვეთამაშეთ.

მაკტომინი ჩინებული იყო, განსაკუთრებით, პრესინგისას. ბრძოლებს იგებს, სწრაფია.

რაღაც ცუდად დავიწყეთ მატჩი. გოლის შემდეგ ავთამაშდით. ჩვენი ნახევარმცველები ინდივიდუალურად ძალიან კარგად
მოქმედებდნენ.

ხანდახან მეჩვენებოდა, რომ მოედანზე ნამდვილი "მანჩესტერი" იყო. მეტოქეს გაუმართლა, რომ გოლი რიკოშეტით გავიდა. ჯერ არაფერი დასრულებულა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგ იმედად იყავი შენ. წელს ბარსასია ჩემპიონთა ლიგა! ყველა გუნდის გუშემატკივარს სჯერა, რომ თასი მაგათი იქნება , მაგრამ მომკალით და რაც გინდათ ის სთქვით, ძალიან მიგრძნობს გული ,რომ თასი ჩვენი იქნება. viva barsa!
luka
11:44 11-04-2019
1
განმეორებითში როგორც კი მანიო გაიხსნება, ამბავი დატრიალდება! ბარსა მინიმუმ 3 გოლს გაიტანს; ამ გაჭირვებულებმა სახლში ერთხელ ვერ დაურტყეს კარში და იქ რა უნდა ქნან
BAKARIA
10:24 11-04-2019
3

სიახლეები პოპულარული