ოუენ ჰარგრივზი: ასეთი "ბარსელონასი" ევროპაში არავის ეშინია

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სტუმრად "მანჩესტერს" 1:0 ისე სძლია, რომ კარში ბურთი საერთოდ არ დაარტყმევინა, რაც ამ ტურნირზე უკანასკნელად 2005 წელს მოხდა, "მანიუს" ყოფილი ნახევარმცველი ოუენ ჰარგრივზი თვლის, რომ ეს "ბარსა" არავისთვისაა საშიში.

"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატზე თავს კომფორტულად გრძნობს, მაგრამ ასეთი თამაშით ევროპაში ვერავის შეაშინებს. შეხედეთ ბუსკეტსს, არასოდეს მინახავს, რომ მას უკან ამდენი პასი მიეცეს", - ციტირებს ჰარგრივზს "მუნდო დეპორტივო".

"ბარსა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია - 6 მოგება და 3 ფრე.

ამ
გუნდების განმეორებითი მატჩი 16 აპრილს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
არც მასეთი ინგლისის ეშინია ვინმეს.
sdfffff
22:59 14-04-2019
0
მაშინ ჰარგრივსის ფეხბურთელობას ვინც აკრიტიკებს აქ მაგაზე მაგარი და წარმატებული ფეხბურთელია ან იყო? :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული