ერიკ ტენ ჰაგი: ცოტა ადრე უნდა გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგიდან "იუვენტუსის" გამოგდების შემდეგ "აიაქსის" თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ შესვენების შემდეგ მეტოქეს თამაში არ გამოუვიდა:

"ეს მადრიდულ მატჩს საერთოდ არ ჰგავდა. თავიდან იყო ბრძოლა, ბევრი ფიზიკური ორთაბრძოლა.

ჩვენ კარგად ვიყავით ორგანიზებულნი, მაგრამ ქარიშხალი უნდა გადაგვეტანა. მხოლოდ რამდენიმე მომენტი გვქონდა და რაღაცამ არ იმუშავა.

მეორე ტაიმში "იუვენტუსს" თამაში არ გამოუვიდა და მოედანზე ცარიელი სივრცეები გამოჩნდა. სწორედ მაშინ გვქონდა 3-4 ნაღდი მომენტი.

ცოტა ადრე უნდა გადაგვეწყვიტა მატჩის ბედი. გამარჯვების გოლის გასატანად სტანდარტი დაგვჭირდა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან მაგარი მწვრთნელია.თან როგორ მიულოცა რონალდოს გოლი,ბრავო.გაშვებული მიუხედავად პირველი გოლისა შიშის არანაირი გრძნობა არ ქონიათ მის ფეხბურთელებს.
კახა ქირია
14:50 17-04-2019
0

სიახლეები პოპულარული