ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: საგიჟეთი "ეტიჰადზე" - "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტის" ბარიერი" გადალახა და "აიაქსს" დაუპირისპირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 4:3 მოუგო "ტოტენჰემს" (პირველი შეხვედრა 0:1 დასრულდა), მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, შემდეგ ეტაპზე ლონდონური გუნდი გავიდა.

დებიუტი საოცარი გამოდგა, უკვე 21-ე წუთზე ანგარიში 3:2 იყო. აქამდე არა მარტო პლეი-ოფში, არამედ საერთოდ ამ ტურნირზე 21 წუთის განმავლობაში 5 გოლი არ გასულა. ყველაზე შედეგიანი დებიუტი 2016 წელს დაფიქსირდა - "ბორუსია"-"ლეგია" (3:2 24-ე წუთზე).

სონმა დუბლი 3 წუთში შეასრულა და 12 გოლით ჩემპიონთა ლიგაზე აზიელთა შორის ბომბარდირი გახდა.

დუბლის შემსრულებელმა
რაჰიმ სტერლინგმა ტურნირზე "სიტისგან" ყველაზე ადრეული გოლი გაიტანა - 231-ე წამზე.

მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, უგო ლორისმა სტერლინგისა და კევინ დე ბრუინის დარტყმული ბურთები მოიგერია, შემდეგ კონტრშეტევაზე ედერსონმა ლორენტეს არ დაანება კარის დალაშქვრა და 59-ე წუთზე აგუერომ ანგარიში 4:2 გახადა. არ გატყდა "ტოტენჰემი" და შეცვლაზე შესულმა ლორენტემ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მსაჯმა ჩაკირმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ლორენტეს ბურთი ხელზე არ მოხვედრია და გოლი ჩათვალა.

კომპენსირებულ დროში სტერლინგმა კი გაიტანა გოლი, მაგრამ არბიტრმა აგუეროზე თამაშგარე დააფიქსირა და "ტოტენჰემი" ნახევარფინალში "აიაქსს" შეხვდება.

"ტოტენჰემი" 57 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ეს სარეკორდო შუალედია. ამ გუნდმა პირველ ტაიმში ყველა ტურნირზე ბოლოს 3 გოლი 2015 წელს გაუშვა - "მანჩესტერთან" 0:3. "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული მეშვიდე ინგლისური გუნდია - პრემიერლიგამ ლა ლიგის რეკორდი დაამხო.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2016 წლის შემდეგ ნახევარფინალში, 2011 წლის შემდეგ კი ფინალში ვერ გადიან.

დე ბრუინმა ამ მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, აგუერომ კი მეოთხედფინალში პირველად გაიტანა გოლი.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 53 348 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი 4:3
გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 1:1 სონი (7), 1:2 სონი (10), 2:2 ბერნარდუ სილვა (11), 3:2 სტერლინგი (21), 4:2 აგუერო (59), 4:3 ლორენტე (73)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, კომპანი, მენდი (სანე 84), უოკერი, ლაპორტი, დავიდ სილვა (ფერნანდინიო 63), გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, დე ბრიუნე, სტერლინგი, აგუერო

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, როუზი (სანჩესი 90), ტრიპიერი, ვერტონგენი, ერიკსენი, ვანიამა, ლუკას მოურა (დევისი 82), სისოკო (ლორენტე 41), ალი, სონი

altპეპ გვარდიოლა: ეს სასტიკია - შესაძლოა, გოლის გატანისას ლორენტემ ხელით ითამაშა

altტობი ალდერვეირელდი: "აიაქსო", შენი ბიჭები გიბრუნდებიან

altმაურისიო პოჩეტინო: მე "ჰალკს" ვგავდი, პიჯაკი ტანზე შემოვიხიე...

altფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...

altჟერარდ პიკე "სიტი"-"ტოტენჰემის" მატჩზე: ფეხბურთი ზოგჯერ ნამდვილი ანეკდოტია

მკითხველის კომენტარები / 32 /
პირველ ათ წუთში 4 გოლი და შემდეგაც,შესანიშნავი ფაბულაა ტოტალიზატორისათვის.მაგრამ კაციშვილს და სრულიად სამართლიანადაც,აზრად არ მოსვლია ამ თამაშის ჩაწყობაზე კრინტის დაძვრა.საოცარი მატჩი იყო და საოცრად დამთავრდა.უბრალოდ, ეს იყო მატჩი,რომელიც კიდევ დიდხანს გვემახსოვრება.რაც შეეხება ლორენტეს გოლს,ვფიქრობ,რომ ის არ უნდა ჩათვლილიყო.რაც უნდა იყოს,ბურთი ხელიდან გავიდა და აქ,არავითარი სხვა მოტივაცია-ინტერპრეტაცია,აღარ უნდა მოქმედებდეს.
სოსო
18 აპრილი 2019 11:19
3
სიტიმ დღეს სუპერთამაში აჩვენა და თურქმა მსაჯმა დედა უტირა ყველაფერს. ხელზე მოხვდა ლორენტეს ბურთი, შეიცვალა მიმართულება და გავიდა კარში - ეს ეკრანზე ვერ გაარჩია და აგუეროზე თამაშგარე დაინახა რომელიც 50-50 იყო რომ წინ იყო 1 სანტიმეტრით ბერნარდო სილვას ფეხიდან ასხლეტის მომენტში. სიტის 100% ნახეფარფინალის გუნდი იყო და გავიდა ტოტენჰემი, ვისაც მოგეწონათ გადაახვიეთ და ისიამოვნეთ ტოტენჰემის თამაშით გინდ ამ და გინდ პირველი მეოთხედფინალით.
???
18 აპრილი 2019 01:15
10
საიდან მოიტენეთ რომ დაგიჩემებიათ "ჩასათვლელი იყო გოლი შემთხვევით მოხვდა ლორენტეს ხელზე და აბა სად წაეღოო" - სილქ ინივერსალის კომენტატორებს უსმინეთ ხომ? მაგარი იპროფესორეს ეტყობა გაფრთხილებულები არიან ნეიტრალურები იყავითო და ამასობაში ძალიან სასაცილოები ხდებიან. ხელით თამაში იყო, მაგრამ გოლი ჩასათვლელი იყო იმიტომ რომ მოხვდა, მაგრამ გაწევას აპირებდა და მანამდე სხვამ შეუცვალა მიმართულება რაღაც აბსურდში გადადის.
???
18 აპრილი 2019 09:52
1
მიკვირს არ წერია გაყიდული თამაში იყო აბაზადო.... ვულოცავ ტოტენჰემს ლორისს,იმ პენალტის აღების შემდეგ პირველ თამაშში ირწმუნეს რომ შეუძლიათ და შეძლეს კიდეც ...
აკაკი
18 აპრილი 2019 06:00
0
ლივერპული დიდი გუნდი კი არა დიდი ლუზერია.დ.დ.
liverpuli barselonas supermarketi.
18 აპრილი 2019 01:34
15
ეს ვარი რისთვის შემოიღეს, საერთოდ ვერ ამართლებს, ხელით გატანილი გოლები როდიდან ითვლება, თავად მსაჯიც ვერ მიხვდა ჩაეთვალა თუ არა
123
18 აპრილი 2019 01:16
12
ვერავინ დამაჯერებს, რომ ტოტენჰემი უფრო ძლიერია ვიდრე ატლეტიკო, ნაპოლი, იუვენტუსი, ინტერი, ბაიერნი, რეალი, პსჟ, სიტი
S
18 აპრილი 2019 01:49
10
აი კაცურად ნაპოლიში და ინტერში რა მოგეწონა
kaxa
18 აპრილი 2019 09:07
0
სანემ,დე ბრუინმა და სტერლინგმა ამ ბანდიდან თუ არ გაასწრეს ვერასდროს მოიგებენ ლიგას
გვარდი წადი ყატარში
18 აპრილი 2019 02:32
2
ყველა გამოხმაურება
გაიტენეთ თქვენი ტოტენჰემი და აიაქსი ერთ ადგილას... შემაზიზღეს ეს სპორტი...
დღევანდელ ფეხბურთზე ნაწყენი გულშემატკივარი...
18 აპრილი 2019 01:27
22
მემგონი მომწყინდა, პირადად ფეხბურთის ყურება და სიამოვნების მიღება
18 აპრილი 2019 01:22
8
იუვენტუსი გავარდა, რეალი, სიტი, პსჟ და ფინალი ტოტენჰემი აიაქსი დაგლიჯავდა, საერთოდ არ ვუყურებდი რომ მცოდნოდა ლიგას, უინტერესო ხდება ნელნელა, მარტო ფულებზეა აქცენტები გადატანილი, ვინ იყტვის ტოტენჰემი იუვენტუსზე და პსჟ ძლიერიაო
იკა
18 აპრილი 2019 01:19
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული