ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: საგიჟეთი "ეტიჰადზე" - "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ სიტის" ბარიერი" გადალახა და "აიაქსს" დაუპირისპირდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 4:3 მოუგო "ტოტენჰემს" (პირველი შეხვედრა 0:1 დასრულდა), მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით, შემდეგ ეტაპზე ლონდონური გუნდი გავიდა.

დებიუტი საოცარი გამოდგა, უკვე 21-ე წუთზე ანგარიში 3:2 იყო. აქამდე არა მარტო პლეი-ოფში, არამედ საერთოდ ამ ტურნირზე 21 წუთის განმავლობაში 5 გოლი არ გასულა. ყველაზე შედეგიანი დებიუტი 2016 წელს დაფიქსირდა - "ბორუსია"-"ლეგია" (3:2 24-ე წუთზე).

სონმა დუბლი 3 წუთში შეასრულა და 12 გოლით ჩემპიონთა ლიგაზე აზიელთა შორის ბომბარდირი გახდა.

დუბლის შემსრულებელმა
რაჰიმ სტერლინგმა ტურნირზე "სიტისგან" ყველაზე ადრეული გოლი გაიტანა - 231-ე წამზე.

მეორე ტაიმი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, უგო ლორისმა სტერლინგისა და კევინ დე ბრუინის დარტყმული ბურთები მოიგერია, შემდეგ კონტრშეტევაზე ედერსონმა ლორენტეს არ დაანება კარის დალაშქვრა და 59-ე წუთზე აგუერომ ანგარიში 4:2 გახადა. არ გატყდა "ტოტენჰემი" და შეცვლაზე შესულმა ლორენტემ ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. მსაჯმა ჩაკირმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მიიჩნია, რომ ლორენტეს ბურთი ხელზე არ მოხვედრია და გოლი ჩათვალა.

კომპენსირებულ დროში სტერლინგმა კი გაიტანა გოლი, მაგრამ არბიტრმა აგუეროზე თამაშგარე დააფიქსირა და "ტოტენჰემი" ნახევარფინალში "აიაქსს" შეხვდება.

"ტოტენჰემი" 57 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ეს სარეკორდო შუალედია. ამ გუნდმა პირველ ტაიმში ყველა ტურნირზე ბოლოს 3 გოლი 2015 წელს გაუშვა - "მანჩესტერთან" 0:3. "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასული მეშვიდე ინგლისური გუნდია - პრემიერლიგამ ლა ლიგის რეკორდი დაამხო.

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები 2016 წლის შემდეგ ნახევარფინალში, 2011 წლის შემდეგ კი ფინალში ვერ გადიან.

დე ბრუინმა ამ მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, აგუერომ კი მეოთხედფინალში პირველად გაიტანა გოლი.

მანჩესტერი. "ეტიჰადი". 53 348 მაყურებელი
მანჩესტერ სიტი - ტოტენჰემი 4:3
გოლები: 1:0 სტერლინგი (4), 1:1 სონი (7), 1:2 სონი (10), 2:2 ბერნარდუ სილვა (11), 3:2 სტერლინგი (21), 4:2 აგუერო (59), 4:3 ლორენტე (73)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, კომპანი, მენდი (სანე 84), უოკერი, ლაპორტი, დავიდ სილვა (ფერნანდინიო 63), გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, დე ბრიუნე, სტერლინგი, აგუერო

ტოტენჰემი: ლორისი, ალდერვეირელდი, როუზი (სანჩესი 90), ტრიპიერი, ვერტონგენი, ერიკსენი, ვანიამა, ლუკას მოურა (დევისი 82), სისოკო (ლორენტე 41), ალი, სონი

altპეპ გვარდიოლა: ეს სასტიკია - შესაძლოა, გოლის გატანისას ლორენტემ ხელით ითამაშა

altტობი ალდერვეირელდი: "აიაქსო", შენი ბიჭები გიბრუნდებიან

altმაურისიო პოჩეტინო: მე "ჰალკს" ვგავდი, პიჯაკი ტანზე შემოვიხიე...

altფერნანდო ლორენტე: ბევრი მომიგია, მაგრამ ეს მომენტი...

altჟერარდ პიკე "სიტი"-"ტოტენჰემის" მატჩზე: ფეხბურთი ზოგჯერ ნამდვილი ანეკდოტია

მკითხველის კომენტარები / 32 /
ასეთი თამაშები მთელი ცხოვრება გვამახსოვრდება.ძალიან დრამატული იყო,იყო ყველაფერი რისთვისაც უყვარს სპორტის ეს სახეობა მილიონობით ადამიანს.ბრავო ორივე გუნდს.და თამაშის შემდეგაც,როგორ კომპლიმენტები არ დაიშურეს ერთმანეთისთვის მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა.ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ მსაჯის მიმართ სიტის ფეხბურთელებს.მუხედავად VAR-ის გადაწყვეტილებისა მე მაინც მომეჩვენა, რომ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო,იყო ხელით თამაში...და ამის შემდეგ არ უთვლიან გოლს ბოლო წუთზე,რომელიც თავიდან ჩათვალეს...არა რა, რაგაც სასწაული თამაში იყო.კიდევ ერთხელ ბრავო ორივე გუნდს!!!p.s.და შაბათს ისევ ხვდებიან ერთმანეთს ჩემპიონატში
კახა ქირია
18 აპრილი 2019 16:59
0
პირველ ათ წუთში 4 გოლი და შემდეგაც,შესანიშნავი ფაბულაა ტოტალიზატორისათვის.მაგრამ კაციშვილს და სრულიად სამართლიანადაც,აზრად არ მოსვლია ამ თამაშის ჩაწყობაზე კრინტის დაძვრა.საოცარი მატჩი იყო და საოცრად დამთავრდა.უბრალოდ, ეს იყო მატჩი,რომელიც კიდევ დიდხანს გვემახსოვრება.რაც შეეხება ლორენტეს გოლს,ვფიქრობ,რომ ის არ უნდა ჩათვლილიყო.რაც უნდა იყოს,ბურთი ხელიდან გავიდა და აქ,არავითარი სხვა მოტივაცია-ინტერპრეტაცია,აღარ უნდა მოქმედებდეს.
სოსო
18 აპრილი 2019 11:19
3
საიდან მოიტენეთ რომ დაგიჩემებიათ "ჩასათვლელი იყო გოლი შემთხვევით მოხვდა ლორენტეს ხელზე და აბა სად წაეღოო" - სილქ ინივერსალის კომენტატორებს უსმინეთ ხომ? მაგარი იპროფესორეს ეტყობა გაფრთხილებულები არიან ნეიტრალურები იყავითო და ამასობაში ძალიან სასაცილოები ხდებიან. ხელით თამაში იყო, მაგრამ გოლი ჩასათვლელი იყო იმიტომ რომ მოხვდა, მაგრამ გაწევას აპირებდა და მანამდე სხვამ შეუცვალა მიმართულება რაღაც აბსურდში გადადის.
???
18 აპრილი 2019 09:52
1
ამ შეხვედრაში ორივე გუნდი იმსახურებდა გასვლას. გვარდიოლას პირველ შეხვედრაში უნდა შეერჩია სწორი შემადგენლობა და შედეგიც უკეთესი ექნებოდა.
უყურებ ესეთი დონის თამაშებს ღებულობ უდიდეს სიამოვნებას და ხვდები რამხელა უფსკრულია თანამედროვე ქართულ ფეხბურთსა და ევროპულ ფეხბურთს შორის.
Zero
18 აპრილი 2019 08:43
1
ბარსა -აიაქსი საოცნებო ფინალი.იმედია ამიხდება ეს ოცნება.შემდეგი ოცნება ქართული კლუბის ლიგაზე მოხვედრაა:-)
:-)
18 აპრილი 2019 07:03
1
მიკვირს არ წერია გაყიდული თამაში იყო აბაზადო.... ვულოცავ ტოტენჰემს ლორისს,იმ პენალტის აღების შემდეგ პირველ თამაშში ირწმუნეს რომ შეუძლიათ და შეძლეს კიდეც ...
აკაკი
18 აპრილი 2019 06:00
0
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რათქმაუნდა ძალიან გიჟური თამაში იყო და სიამოვნება მიიღო ალბათ ყველამ ვინც ადევნა თამაშს თვალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმეტესობა ძალიან გულგატეხილი დარჩა მანჩესტერელთა ვერ გასვლით და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დარჩა, არა იმიტომ, რომ მანსიტის ქომაგები არიან, უბრალოდ არ შეიძლება ფეხბურთის გულშემატკივარი იყო და არ აჰყვე დინამიკაში გვარდიოლას ბრწყინვალე გუნდს, რომელმაც დღეს ნამდვილად ფენომენალური თამაში ჩაატარა და ამის მიუხედევად მაინც გამოეთიშა გათამაშებას. თუმცა ეს ერთი შეხედვით, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს და ძალიან ზედაპირულად სწორედ ამ მხარეს მივაქციოთ ყურადღება: პირველ რიგში გავითავისოთ, რომ ფეხბურთი არ არის ჭადრაკი და შესაბამისად ყველაფერს ვერ გათვლი და გამარჯვების უნიკალურ რეცეპტს ვერ გამოიგონებ, ეს არის სპორტი სადაც ძირითადად იმარჯვებს უკეთესი გუნდი, მაგრამ არა ყოველთვის. ამიტომ ალოგიკური შედეგები საკმაოდ ხშირად ფიქსირდება ფეხბურთში და განსაკუთრებით ეს ხდება ოლიმპიური პრინციპის გათამაშებებში, მეტად ლოგიკური შედეგები ლიგის პრინციპით მიმდინარე გათამაშებებში ფიქსირდება, თუმცა ყოველთვის არც იქ. ამის მიუხედავად უნდა აღინიშნოს რომ ოლიმპიური პრინციპით მიმდინარე გათამაშებები მეტად დაძაბული და სანახაობრივი მატჩებით გამოირჩევა და ამიტომაც უყვართ გულშემატკივრებს განსაკუთრებით ჩემპიონთა თასი, ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატები. ჩემი პირადი აზრიც უნდა ავღნიშნო, რაზეც სხვათაშორის ფიფაში და უეფაშიც ფიქრობენ უკვე, ეს შეეხება გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობას, ჩემი აზრით ეს წესი აბსოლიტურად არ არის ლოგიკური, ხშირად არის გამომწვევი უსამართლო შედეგების და ამავდროულად ნაკლებ შემტევი გუნდების წისქვილზე ასხამს წყალს და სანახაობრივ ნაწილს მეტად სწევს უკან. მაგალითისთვის მოვიყვან კონკაკაფს და კონმებოლს ანუ ამერიკის ზონას სადაც ეს წესი არ მოქმედებს და გუნდებს უფრო ნაკლები ვარიანტი აქვთ შედეგზე ორიენტირებული თამაშების ჩვენების, დაცვაში დგომისა და მეტოქის შეცდომის ლოდინის, რადგან იქ გოლი უდრის გოლს და გასვლაზე თუ შინ უნდა გაიტანო იმდენი რამდენსაც გაგიტანენ. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს და მედლის ხსენებულ მეორე მხარეს, უნდა ითქვას, რომ ტოტენჰემმა არც ისე დაუმსახურებლად მოიგო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტოტენჰემს ბოლო 3 სატრანსფერო ფანჯრის დროს არ შეუძენია არცერთი(!!!) ფეხბურთელი, საერთოდ არცერთი, და ამის საპირისპიროდ რამდენიმე გაყიდა, ტოტენჰემმა მიუხედავად ამისა ყველაზე მეტი მოგება მიიღო მსოფლიოში ბოლო წლის განმავლობაში, იგულისხმება,როგორც ბილეთებიდან შემოსული თანხა ასევე სხვადასხვა ტურნირებიდან მიღებული შემოსავალი, ტელეტრანსლაციებიდან მიღებული თანხები და სხვა, გუნდი რომელიც საერთოდ დანახარჯის გარეშე ახერხებს ამას, ნამდვილად იმსახურებს შედეგს და ისიც მოდის, უფასდება მწვრთნელს, ვიტყვი ისე როგორც გამოთქვამენ მის გვარს ევროპაში და არა დამახინჯებულად, მაურისიო პოკეტინოს მუშაობა გუნდთან და ჩანს, რომ ეს კაცი ფეხბურთელების გაზრდაზე და სწორად გამოყენებაზე მუშაობს, არ წუხს იმაზე, რომ არ ყავს მესები, ტრანსფერმარკეტს არ ჩასჩერებია და წუწირაქი ურია მფლობელების გათვალისწინებით, მაქსიმალურად იყენებს იმ რესურს რაც აქვს, მოკლედ კარგი მწვრთნელია პოკეტინო და ნორმალური გუნდიც ჰყავს. რაც შეეხება პეპს, რათქმაუნდა პეპი გენიოსია და ის და მისი გუნდები სიტყვას არაერთხელ იტყვიან, არსად არ ეჩქარება ნამდვილად, კიდევ 20-30 წელი შეძლებს აქტიურად იყოს ჩართული ფეხბურთში, მაგრამ გვარდიოლას უკეთესად უნდა წარემართა ეს თამაში და არა მხოლოდ ეს თამაში, ასევე პირველი მატჩი სპურზის წინააღმდეგ,სადაც ტოტენჰემმა აჯობა მანჩესტერლებს, სადაც პეპმა იფრთხილა და ეს სიფრთხილე პეპს და სიტის ძვირად დაუჯდათ. იფრთხილა პეპმა დღესაც როდესაც ოთხით ორზე გოლზე დაგეშილ და ბრწყინვალედ მოთამაშე გუნდს, ფერნანდინიო "მიაშველა" და ვითომ პრაგმატული ელენტები შეიტანა თამაშში, ვის ვის და გვარდიოლას ასეთი ბანალური გასაწყვეტილებები არ ეკადრება, ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი, იმ დროს, როცა მეტოქეს ერთი გოლი ჰყოფნის გასასვლელად და თამაშის დამთავრებამდე უამრავი დროა, არის შეცდომა და თითქმის არასდროს არ ამართლებს, ხოლო თამაშის დამშვიდება და ტემპის დაგდება რიმელ გუნდსაც აწყობდა კარგად გამოჩნდა. მოკლედ მანსიტიმაც და პეპიმაც მხოლოდ იღბალს არა, საკუთარ თავსაც დააბრალონ რაც მოხდა და დასკვნებიც გააკეთონ. აქვე ბოლოს უნდა ავღნიშნო, რომ რათქმაუნდა ლორენტეს გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ორი მიზეზის გამო, პირველი ის რომ ხელი მიბჯენილი არ იყო და აბსოლიტურად სხვა მიმართულება მიიღო ვიდრე ტორსზე მოხვედრუსას მიიღებდა და მეორე მიბჯენილი ქონდა ხელი და აბა სად წაეღოს წესი მოქმედებს მცველზე, რომელიც საკუთარ კარს იცავს და მისკენ ძლიერად დარტყმული ბურთის მოგერიებისას ვერ ახერხებს ხელისთვის მისაღები პოზიციის შერჩევას და იბჯენს ტანზე, და ეს მიბჯენილი ხელი ვერ მოახდენს დიდ გავლენას ბურთის მიმართულებაზე, რადგან ის არის მცველი და არ არის ორიენტირებული ბურთის კარის ჩარჩოში მოხვედრაზე, ხოლო თავდამსხმელი თვითონ მიდის ბურთისკენ და შესაბამისად ხელები უნდა მოარიდოს ბურთს, რადგან მიბჯენილმა ხელმაც კი დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს ბურთის მიმართულებაზე, თუმცა ასეთ მცირე შეცდომებს ვარიც კი უშვებს და გვარდიოლას მეტი მოთხოვნა უნდა ჰქონდეს თავის თავზე და გუნდზე და ერთ ეპიზოდზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
Sul2
18 აპრილი 2019 02:42
6
ხელზე, რომ მოხვედროდა ბურთი თეძოთი როგორ შეაგდო?
გოგა
18 აპრილი 2019 11:18
0
უნდა ჩთვლილიყო და ჩითვალა კიდეც ბურთს მიმართულება ჯერ სხვა ფეხბურთელმა მისცა მეორე წამის მეათასედში ხელს ვერსად წაიღებდა მესამე ხელი უკან მიქონდა მაგრამ ვერ მოასწრო მეოთხე მცველიც და თვდასხმელიც ბურთისკენ მიდიან ერთს უნდა კარის ჩრჩოში მოახვედროს მეორეს უნდა კარის ჩარჩოს ააცილოს
gioegi
18 აპრილი 2019 03:56
4
ტოტენჰემი დამსახურებულად გავიდა,გვარდიოლამ კიდე რა მოიგონა დებრუინი პირველ თამაში რო არ ათამაშა იმას დააბრალოს,ან სანეს რას ერჩიან ვერ გავიგე
თორნიკე
18 აპრილი 2019 02:35
2
ისე ხალხო უმეტესობა ფლეშსქორით მსჯელობთ,ზედ შესდგა აიაქსი რეალს,თითქმის იგივე უქნა იუვეს,არ წააგო არც ერთი ბაიერნთან და კიდე არ დაუმსახურებია ნახევარფინალი...არა პსჟ-მ და სიტიმ დაიმსახურეს...ეს უნიათო სიტი ეფლსაც ვერ დადებს დაჟე შემდეგ ორივე თამაშსაც ვერ მოიგებს ამ ტოტესთან და მანიუსთან...
ასე მოუხდება გვარდიოლას
18 აპრილი 2019 01:57
2
ვერავინ დამაჯერებს, რომ ტოტენჰემი უფრო ძლიერია ვიდრე ატლეტიკო, ნაპოლი, იუვენტუსი, ინტერი, ბაიერნი, რეალი, პსჟ, სიტი
S
18 აპრილი 2019 01:49
10
აი კაცურად ნაპოლიში და ინტერში რა მოგეწონა
kaxa
18 აპრილი 2019 09:07
0
სანემ,დე ბრუინმა და სტერლინგმა ამ ბანდიდან თუ არ გაასწრეს ვერასდროს მოიგებენ ლიგას
გვარდი წადი ყატარში
18 აპრილი 2019 02:32
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული